1. (from, on, by) ჩამოკიდება (˂ჩამო˃კიდებს), დაკიდება; a light lamp was suspended from the ceiling ჭერზე ელექტრონათურა ეკიდა / იყო ჩამოკიდებული; her body was found suspended by a rope მისი გვამი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს; the builders worked on wooden platforms, suspended by ropes from the roof of the building მშენებლები შენობის სახურავიდან ჩამოშვებულ ბაგირებზე ჩამოკიდებულ ხის ხარაჩოებზე მდგომნი მუშაობდნენ; it was very uncomfortable lying on the hospital bed with my legs suspended in the air საავადმყოფოს ლოგინზე ჰაერში ჩამოკიდებული ფეხებით წოლა ძალიან მოუხერხებელი / შემაწუხებელი იყო;
2. 1) დროებით შეჩერება (˂შე˃აჩერებს), დროებით შეწყვეტა; production has been suspended while safety checks are carried out უსაფრთხოების ნორმების დაცულობის ხარისხის შემოწმების დასრულებამდე ქარხანაში საწარმოო პროცესი შეჩერებულია; sales of the drug will be suspended until more tests are completed დამატებითი ტესტების ჩატარებამდე ამ მედიკამენტის გაყიდვა დროებით შეჩერებული იქნება; the President has suspended the constitution and assumed total power პრეზიდენტმა კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო; the ferry service has been suspended because of bad weather ცუდი ამინდის გამო ბორანმა მუშაობა / მგზავრების გადაყვანა დროებით შეწყვიტა; the semi-final was suspended because of bad weather ცუდი ამინდის გამო ნახევარფინალური მატჩი დროებით შეწყდა; to suspend disbelief რისამე სინამდვილეში / რეალურობაში თავის დარწმუნება (მაგ. კინოფილმის ყურებისას, თეატრში ყოფნისას და მისთ.);
2) გადადება (˂გადა˃დებს); the introduction of the new system has been suspended until next year ახალი სისტემის დანერგვა მომავალ წლამდე გადადეს / გადაიდო; to suspend judgement საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის / მიღების გადადება; I'm suspending judgement on the book I'm reading until I've finished it ამ წიგნზე საკუთარ აზრს არ გამოვთქვამ, სანამ მის კითხვას არ დავამთავრებ; a suspended sentence იურ. პირობითი სასჯელი; Mr Young was given a six-month jail sentence suspended for two years მისტერ იანგს მიესაჯა ექვსთვიანი პატიმრობა, რაც ორწლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა;
3. ჩვეულ. pass (from) თანამდებობიდან დროებით გადაყენება (˂გადა˃აყენებს); უფლებამოსილებების, წევრობის და მისთ. დროებით შეჩერება; დროებით არდაშვება (სამსახურში, გაკვეთილებზე / ლექციებზე და მისთ.); დროებით დისკვალიფიცირება (ჩვეულ. სასჯელის სახით); the police officer was suspended while the complaint was investigated საჩივრის გამოძიებამდე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს; he was suspended from school for a week for stealing ქურდობის გამო მას სასჯელის სახით ერთი კვირით გაკვეთილებზე დასწრება / სკოლაში სიარული აუკრძალეს; he was suspended for four matches after arguing with the referee მსაჯთან კამათის გამო მას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს;