![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ყურადღებით დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს); შემოწმება, გასინჯვა; გულდასმით შესწავლა; we stood at the top of the hill and surveyed the countryside გორაკის წვერზე ვიდექით და სოფლის მხარის პეიზაჟს ვათვალიერებდით; the next morning we surveyed the damage caused by the fire მეორე დილით ხანძრისგან მოყენებული ზარალი შევისწავლეთ; I got out of the car to survey the damage მანქანიდან გადმოვედი, რათა იგი დამეთვალიერებინა და მენახა, რამდენად იყო დაზიანებული; he surveyed himself in the mirror before going out გარეთ გასვლამდე მან გულდასმით დაათვალიერა სარკეში საკუთარი თავი; 2. მიმოხილვა (მიმოიხილავს); she has written a book which surveys the history of feminism მან დაწერა წიგნი, რომელიც ფემინიზმის ისტორიას მიმოიხილავს; this chapter briefly surveys the current state of European politics ეს თავი მოკლედ მიმოიხილავს ევროპული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას; 3. სპეც. აგეგმვა (აგეგმავს), გეოდეზიური აგეგმვის / ტოპოგრაფიული გაზომვის ჩატარება; (გა)მიჯვნა; he surveyed the coasts of New Zealand იგი ახალი ზელანდიის ნაპირების გეოდეზიურ აგეგმვას / ტოპოგრაფიულ გაზომვას ატარებდა; before the new railway was built, its route was carefully surveyed ახალი რკინიგზის გაყვანამდე მისი მარშრუტის გულდასმით აგეგმვა მოხდა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| survey I | survey battalion |