1. დანებება (˂და˃ნებდება), ტყვედ ჩაბარება; კაპიტულირება; the rebel troops are refusing to surrender მეამბოხეთა შეიარაღებული ძალები / ფორმირებები დანებებაზე / ტყვედ ჩაბარებაზე / კაპიტულირებაზე უარს ამბობენ; the hijackers eventually surrendered themselves to the police თვითმფრინავის გამტაცებლები ბოლოს და ბოლოს პოლიციას ჩაჰბარდნენ; 7 Brigade has surrendered მე-7 ბრიგადა დანებდა;
2. წიგნ. ვინმესთვის რისამე ჩაბარება (˂ჩა˃აბარებს), გადაცემა; რაიმეზე ხელის აღება, უარის თქმა; რისამე დათმობა; he agreed to surrender all claims to the property იგი დათანხმდა ხელი აეღო / უარი ეთქვა ყველა ქონებრივ პრეტენზიაზე; they surrendered their guns to the police მათ თავიანთი ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციას ჩააბარეს; the defendant was released to await trial but had to surrender her passport განსასჯელი / ბრალდებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტი ჩააბარებინეს / დაატოვებინეს; she surrendered only twenty games in her five qualifying matches თავის ხუთ საკვალიფიკაციო მატჩში მან მხოლოდ ოცი გეიმი დათმო / წააგო;
3. ხშ. refl (to) წიგნ. ვინმეს, რაიმეს დაყოლა (˂და˃ჰყვება), დამორჩილება; ʘ რაიმეს მიეცა / თავი მისცა; he finally surrendered to his craving for drugs იგი საბოლოოდ დაჰყვა / დაემორჩილა ნარკოტიკებისადმი საკუთარ ლტოლვას; the president has surrendered to panic and is making things worse პრეზიდენტი პანიკას არის აყოლილი / პანიკაშია ჩავარდნილი და სიტუაციას აუარესებს; she surrendered to temptation and took out a cigarette იგი ცდუნებას დაჰყვა / მან ცდუნებას ვეღარ გაუძლო და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო.