Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

surface I noun
[ʹsɜ:fɪs]
Print

1. 1) ზედაპირი, გარეთა / ზედა მხარე (საგნისა, გზისა და მისთ.); an uneven road surface გზის უსწორმასწორო ზედაპირი; we'll need a flat surface to play the game on სათამაშოდ სწორი / ბრტყელი ზედაპირი დაგვჭირდება; she's a very talented tennis player and can win on any surface იგი ძალზე ნიჭიერი ჩოგბურთელია და ნებისმიერი ზედაპირის / საფრის მქონე კორტზე შეუძლია გამარჯვება; teeth have a hard surface called enamel კბილებს აქვს მაგარი ზედაპირი, რომელსაც მინანქარი / ემალი ეწოდება;

2) ზედაპირი, ზედა ნაწილი (მელეთისა ან წყლისა); the earth's surface დედამიწის ზედაპირი; Neil Armstrong was the first person to set foot on the surface of the moon ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთვარის ზედაპირზე დადგა ფეხი; these plants float on the surface of the water ეს მცენარეები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ;

2. მაგიდის, კარადის და სხვ. ავეჯის ზედაპირი, ზედა / ჰორიზონტალური სიბრტყე; a working surface ავეჯის სამუშაო ზედაპირი; the kitchen surfaces სამზარეულოს ავეჯის ზედაპირები / ზედა სიბრტყეები; roll the pastry out on a lightly floured surface გააბრტყელეთ ცომი ოდნავ ფქვილმოყრილ ზედაპირზე; don't put anything wet on a polished surface, or it will leave a mark გალაქულ / პოლიტურით დაფარულ ზედაპირზე სველი არაფერი დადო, თორემ კვალი დააჩნდება;

3. რისამე გარეგნული მხარე, "ზედაპირი"; on the surface he seemed very pleasant გარეგნულად / ერთი შეხედვით, იგი ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანდა; everybody seems very friendly but there are a lot of tensions below / beneath / the surface გარეგნულად ყველა ძალზე კეთილგანწყობილი ჩანს, მაგრამ ამ გარეგნული მხარის ქვეშ არაერთი უსიამოვნება / დიდი დაძაბულობა იმალება; these measures hardly scratch the surface of the problem ეს ზომები პრობლემის მარტოოდენ გარეგნული სიმპტომების აღმოფხვრას თუ შეძლებს; beneath the surface of contemporary West Indian life lurk memories of slavery ვესტინდოეთის დღევანდელი ცხოვრების ზედაპირის ქვეშ იმალება მოგონებები მონობის ხანის შესახებ; to come to the surface გამოჩენა; ʘ ხილული / შესამჩნევი გახდა.

surf II surface II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0149