1. იურ. გირაო, სათავდებო თანხა; გარანტია; she was granted bail with a surety of $500 იგი გაათავისუფლეს 500 დოლარის ოდენობის სათავდებო თანხის სანაცვლოდ; what are you able to provide as a surety that you will repay the loan? რა შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ იმის გარანტიად, რომ სესხს გადაიხდით / დაფარავთ?
2. იურ. თავდები, გარანტი; her brothers are acting as sureties for her ძმები მას თავდებად უდგანან / თავდებობენ; to stand surety (for smb.) (ვინმესთვის) თავდებად დადგომა, (ვისიმე) თავდებობა; are you willing to stand surety for your brother? მზად ხართ თავდებად დაუდგეთ თქვენს ძმას?
3. არქ. სინამდვილე, ფაქტი; of / for / a surety უთუოდ; უეჭველად; დანამდვილებით; who can tell that for a surety? ვის შეუძლია ამის თქმა / ვინ იცის ეს დანამდვილებით?
4. იშვ.,
მოძვ. დარწმუნებულობა, უცილობლობა, გარდაუვალობა
და ა.შ. [
იხ. აგრ. sure I]; the surety of my impending fatherhood ჩემი მოახლოებული მამობის უეჭველობა / გარდაუვალობა.