Login | Registration | Password reset | Activation Classic design
Margaliti
Dictionary.ge
Comprehensive English-Georgian Online Dictionary
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

surely adverb
[ʹʃʊəlɪ, ʹʃɔ:-]
Print

1. უპირატ. ემოც.-გამაძლ. 1) ცხადია, დარწმუნებული ვარ, ალბათ (მტკიცებით ფორმაში მდგომ ზმნასთან ერთად იხმ. რწმენის გამოსახატავად, საკუთარ სისწორეში სხვის დასარწმუნებლად და მისთ.); surely we should do something about it? ცხადია / ალბათ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, არა? it's surely only a matter of time before he is found, isn't it? ვფიქრობ / ალბათ მისი პოვნა უბრალოდ დროის ამბავია, ასე არ არის? you must have heard about the riots, surely? ალბათ გაიგებდი არეულობების ამბავს; you know him, surely? ალბათ / დარწმუნებული ვარ, მას იცნობ (ასე არ არის?);

2) იმედია, ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ (უარყოფით ფორმაში მდგომ ზმნასთან ერთად იხმ. გაკვირვების, რისამე შესაძლებლობაში დაეჭვების და მისთ. გამოსახატავად); surely you don't mean it? იმედია / დარწმუნებული ვარ, ამას სერიოზულად არ ამბობ; surely you don't think I was responsible for this? იმედია, არ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ბრალი იყო; surely you're not going to walk home in this rain? იმედია / დარწმუნებული ვარ / რა თქმა უნდა, ასეთ წვიმაში შინ ფეხით წასვლას არ აპირებ (ასე არ არის?); "they're getting married" – "Surely not!" "ისინი დაქორწინებას აპირებენ" – "ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასე იყოს!" / "რას მეუბნებით!"

2. უდავოდ, ნამდვილად; things could surely not have been worse ამაზე უარესი ნამდვილად არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო; this incident is surely an essential part of the story უდავოდ / ეჭვი არ არის, ეს შემთხვევა ამ ისტორიის არსებით ნაწილს შეადგენს; twelve! It cannot be so much surely თორმეტი! დარწმუნებული ვარ, ამდენი არ უნდა იყოს;

3. წიგნ. უეჭველად, გარდაუვალად, აუცილებლად; this will surely end in disaster ეს უეჭველად კატასტროფით დასრულდება; he knew that if help did not arrive soon they would surely die მან იცოდა, რომ თუ დახმარება დროზე ვერ მიუსწრებდა, ისინი უცილობლად დაიღუპებოდნენ / მათ სიკვდილი არ ასცდებოდათ; such sinners will surely be punished ამგვარი ცოდვილები უეჭველად / აუცილებლად დაისჯებიან;

sure-footed sureness

Nearby words
Recent Additions
Other Dictionaries