1. უპირატ. ემოც.-გამაძლ. 1) ცხადია, დარწმუნებული ვარ, ალბათ (მტკიცებით ფორმაში მდგომ ზმნასთან ერთად იხმ. რწმენის გამოსახატავად, საკუთარ სისწორეში სხვის დასარწმუნებლად და მისთ.); surely we should do something about it? ცხადია, / ალბათ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, არა? it's surely only a matter of time before he is found, isn't it? ვფიქრობ, / ალბათ მისი პოვნა უბრალოდ დროის ამბავია, ასე არ არის? you must have heard about the riots, surely? ალბათ გაიგებდი არეულობების ამბავს; you know him, surely? ალბათ / დარწმუნებული ვარ, მას იცნობ (ასე არ არის?);
2) იმედია, ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ (უარყოფით ფორმაში მდგომ ზმნასთან ერთად იხმ. გაკვირვების, რისამე შესაძლებლობაში დაეჭვების და მისთ. გამოსახატავად); surely you don't mean it? იმედია / დარწმუნებული ვარ, ამას სერიოზულად არ ამბობ; surely you don't think I was responsible for this? იმედია, არ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ბრალი იყო; surely you're not going to walk home in this rain? იმედია / დარწმუნებული ვარ / რა თქმა უნდა, ასეთ წვიმაში შინ ფეხით წასვლას არ აპირებ (ასე არ არის?); "they're getting married" "Surely not!" "ისინი დაქორწინებას აპირებენ" – "ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასე იყოს!" "≅ რას მეუბნებით!"
2. უდავოდ, ნამდვილად; things could surely not have been worse ამაზე უარესი ნამდვილად არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო; this incident is surely an essential part of the story უდავოდ / ეჭვი არ არის, ეს შემთხვევა ამ ისტორიის არსებით ნაწილს შეადგენს; twelve! It cannot be so much surely თორმეტი! დარწმუნებული ვარ, ამდენი არ უნდა იყოს;
3. წიგნ. უეჭველად, გარდაუვალად, აუცილებლად; this will surely end in disaster ეს უეჭველად კატასტროფით დასრულდება; he knew that if help did not arrive soon they would surely die მან იცოდა, რომ თუ დახმარება დროზე ვერ მიუსწრებდა, ისინი უცილობლად დაიღუპებოდნენ / მათ სიკვდილი არ ასცდებოდათ; such sinners will surely be punished ამგვარი ცოდვილები უეჭველად / აუცილებლად დაისჯებიან; slowly but surely ნელა, მაგრამ განუხრელად / შეუქცევადად [შდრ. აგრ. mill¹ I ◇]; things are slowly but surely improving ნელა, მაგრამ შეუქცევადად, საქმეები უკეთესობისკენ მიდის; we made our way up the mountain slowly but surely ნელა, მაგრამ განუხრელად, სულ უფრო და უფრო მაღლა ავდიოდით მთის ფერდობზე; we are slowly but surely gaining the support of the public ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერას ვიხვეჭთ;
4. უპირატ. ამერ. საუბ. კი, ჰო; აუცილებლად; რა თქმა უნდა (
დადებითი პასუხისას, რაიმეზე დათანხმებისას და მისთ.); "may I sit here?" "Surely" "შეიძლება, აქ დავჯდე?" – "
კი, რა თქმა უნდა"; can I borrow this book? Yes, surely შეიძლება ეს წიგნი ავიღო? დიახ, რა თქმა უნდა; "would you hand me that book over there?" "Surely" "იმ წიგნს ხომ ვერ მომაწოდებ?" – "
მოგაწოდებ, რა თქმა უნდა";
5. იშვ. დარწმუნებულად, დარწმუნებით, გულდაჯერებულად; to know smth. surely დანამდვილებით რისამე ცოდნა; she has now learnt to ride a bike quite surely გოგონამ უკვე ისწავლა ველოსიპედის საკუთარ თავში დარწმუნებულად / საკმაოდ გულდაჯერებულად ტარება; the violinist played the difficult passage skilfully and surely მევიოლინემ რთული პასაჟი მარჯვედ და დარწმუნებით / ძალდაუტანებლად დაუკრა; he seemed to speak very surely როგორც ჩანდა, იგი ძალზე გულდაჯერებულად / თავდაჯერებულად ლაპარაკობდა;
6. არქ. მაგრად, მყარად, საიმედოდ; he was surely tied to a post by his hands იგი მაგრად იყო ხელებით მიბმული ბოძზე; a surely made ship მტკიცედ / მყარად ნაკეთი გემი.