Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

suppose I verb
[səʹpəʊz]
Print
I

1. ფიქრი (ფიქრობს), მიჩნევა, ვარაუდი; what do you suppose could have happened? როგორ ფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო? how do you suppose he got here? შენი აზრით, აქ როგორ მოხვდა? I suppose I got there about noon ვფიქრობ / ჩემი აზრით, იქ დაახლოებით ნაშუადღევისთვის მივედი; he supposed the girl to be about twelve იგი ფიქრობდა / ვარაუდობდა, რომ გოგონა დაახლოებით თორმეტი წლისა უნდა ყოფილიყო; getting a visa isn't as simple as you might suppose ვიზის აღება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება გეგონოს / ივარაუდო; prices will go up, I suppose ვფიქრობ / ჩემი ვარაუდით, ფასები მოიმატებს; what time do you suppose he'll be arriving? როგორ ფიქრობ / ვარაუდობ, როდისთვის შეიძლება ჩამოვიდეს? she had supposed him (to be) very rich ქალის აზრით / ვარაუდით, იგი ძალზე მდიდარი კაცი იყო; I had supposed his wife a younger woman მისი ცოლი უფრო ახალგაზრდა ქალი მეგონა; I don't suppose for a minute that he'll agree ერთი წუთითაც არ ვფიქრობ / არ ვვარაუდობ, რომ იგი დათანხმდება; why do you suppose he resigned? რატომ ფიქრობ / გგონია / ვარაუდობ, რომ იგი გადადგა? there were many more deaths than was first supposed დაღუპული ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ / ვარაუდობდნენ; there is no reason to suppose she's lying არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ / ვივარაუდოთ, რომ იგი ტყუის;

2. დაშვება (˂და˃უშვებს), წარმოდგენა (რისამე შესაძლებლობისა); let us suppose, for example, that you are married with two children დავუშვათ / წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ დაქორწინებული ხართ და ორი შვილი გყავთ; if we suppose the octahedron to be placed with its axis horizontally თუ დავუშვებთ, რომ ოქტაედრი თავისი ღერძით ჰორიზონტალურად არის განლაგებული; let us suppose that there is a town which is able to support two banks დავუშვათ / წარმოვიდგინოთ, რომ არის ისეთი ქალაქი, სადაც ორი ბანკის ფუნქციონირებაა შესაძლებელი; suppose him dead – what then? დავუშვათ, / წარმოიდგინე, რომ იგი გარდაიცვალა, მაშინ როგორღა მოვიქცეთ?

3. I suppose: 1) ვფიქრობ; ალბათ (იხმ. თავაზიანი თხოვნისას, არაკატეგორიული ფორმით რისამე მტკიცებისას და მისთ.); I suppose you couldn't lend me £5 till tomorrow, could you? ალბათ ხვალამდე 5 გირვანქა სტერლინგს ვერ მასესხებ, არა? ხვალამდე 5 გირვანქა სტერლინგს ხომ ვერ მასესხებდი? I don't suppose (that) I could have a look at your newspaper, could I? ალბათ შენს გაზეთში არ ჩამახედებ / გაზეთს არ მათხოვებ, არა? ცოტა ხნით შენს გაზეთში ხომ ვერ ჩამახედებდი? I suppose all the tickets will be sold by now ალბათ / ვფიქრობ, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია;

2) ვფიქრობ; რატომაც არა; ჰო, შეიძლება; (იხმ. რაიმე არასასურველზე იძულებით / უხალისოდ დათანხმებისას); "can I borrow the car?" "I suppose so" "შეგიძლია მანქანა მათხოვო?" – "პრინციპში, შემიძლია" / "ჰო, რატომაც არა"; "can I come with you?" "I suppose so" "შეიძლება მეც წამოგყვე?" "ჰო, რა ვიცი";

3) ეტყობა; როგორც ჩანს (იხმ. უკმაყოფილების, გაღიზიანების და მისთ. გამოსახატავად); I suppose (that) you're going to be late again ეტყობა, ისევ დაგაგვიანდება; I suppose (that) you think that's funny. Well, I certainly don't ეტყობა / როგორც ჩანს, შენ ეს სასაცილოდ მიგაჩნია. მე კი ასე ნამდვილად არ ვფიქრობ;

support weapons suppose II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0140