1. ვისიმე რითიმე მომარაგება (˂მო˃ამარაგებს); ვინმესთვის რისამე მიწოდება; ვინმესთვის რისამე მიცემა; the farmer supplies the surrounding villages with eggs ეს ფერმერი მახლობელ / გარემომდებარე სოფლებს კვერცხით ამარაგებს; foreign governments supplied arms to the rebels უცხო ქვეყნების მთავრობები მეამბოხეებს იარაღს აწვდიდნენ; we haven't been supplied with ammunition საბრძოლო მასალებით არ მოვუმარაგებივართ; ჩვენთვის საბრძოლო მასალები არ მოუწოდებიათ; electrical power is supplied by underground cables ელექტროენერგია მიწისქვეშა კაბელებით მოგვეწოდება; local schools supply many of the volunteers მრავალი მოხალისე ადგილობრივი სკოლებიდან მოგვდის; at the beginning of term, students are supplied with a list of books that they are expected to read სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს ეძლევათ იმ წიგნების სია, რომელთა წაკითხვაც მათ მოეთხოვებათ;
2. საჭიროებათა, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება (˂და˃აკმაყოფილებს), უზრუნველყოფა; foods supplying our daily vitamin needs საკვები პროდუქტები, რომლებიც ვიტამინებზე ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს; the two reservoirs supply about 1% of the city's needs ეს ორი წყალსაცავი ქალაქის საჭიროებათა დაახლოებით 1%-ს აკმაყოფილებს / უზრუნველყოფს; laws by which the material wants of men are supplied კანონები, რომელთა ძალითაც ადამიანების მატერიალური მოთხოვნილებანი კმაყოფილდება.