1. 1) იურ. სასამართლოში გამოძახება (˂გამო˃იძახებს); he was summoned to appear before the magistrates იგი საპოლიციო სასამართლოში / საპოლიციო სასამართლოს წინაშე წარსადგომად გამოიძახეს;
2) წიგნ. ვისიმე გამოძახება (˂გამო˃იძახებს), დაბარება; in May 1688 he was urgently summoned to London 1688 წლის მაისში იგი სასწრაფოდ ლონდონში გამოიძახეს / დაიბარეს; she summoned the waiter მან ოფიციანტს გამოუძახა / დაუძახა; I'm afraid I'll have to go – I'm being summoned by my wife ხუმრ. სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ – ჩემს ცოლს ვყავარ გამოძახებული;
2. წიგნ. მოწვევა (˂მო˃იწვევს), შეკრება (სხდომისა, კრებისა და მისთ.); to summon a meeting კრების / სხდომის მოწვევა; on July 20th, the council was summoned to hear an emergency report on its finances 20 ივლისს საბჭოს სხდომა იქნა მოწვეული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ საგანგებო მოხსენების მოსასმენად;
3. წიგნ. მოთხოვნა (˂მო˃ითხოვს), ˂მო˃ხმობა, გამოძახება (დახმარებისა, მაშველი ჯარისა და მისთ.); to summon assistance / help / დახმარების მოთხოვნა; General Rattigan summoned reinforcements to help resist the attack შეტევის მოსაგერიებლად გენერალმა რეტიგენმა მაშველ ჯარს / დამატებით საჯარისო შენაერთებს გამოუძახა;
4. (up) მოხმობა (
˂მო
˃უხმობს), მოკრება (
ძალებისა, მხნეობისა, ნებისყოფისა და მისთ.); she was trying to summon up the courage to leave him მასთან ურთიერთობის გასაწყვეტად ქალი მთელი თავისი გამბედაობის მოკრებას ცდილობდა; she had to summon up all her strength to lift the rock ლოდის ასაწევად მას მთელი თავისი ძალის მოკრება / დაძაბვა დასჭირდა; I couldn't even summon the energy to get out of bed ძალა / ენერგია ლოგინიდან ასადგომადაც კი არ
მეყო;
▭ to summon up გაღვიძება (˂გა˃აღვიძებს), გამოწვევა, აღძვრა (მოგონებებისა და მისთ.); the book summoned up memories of my childhood წიგნმა ბავშვობის დროინდელი მოგონებები აღმიძრა / ჩემი ბავშვობა მომაგონა.