Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

suit II verb
[su:t, sju:t]
Print

1. 1) ʘ შესაფერისია, შეეფერება; გამოსადეგია; სასარგებლოა; whatever your reason for borrowing, we have the loan that suits your needs რა მიზეზითაც არ უნდა გსურდეთ ფულის სესხება, ჩვენ გვაქვს კრედიტი, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეეფერება / ˂და˃აკმაყოფილებს; corn is grown a lot in this area – the soil seems to suit it very well ამ ადგილას მარცვლეული / ხორბალი კარგად გაზრდილა – ეტყობა აქაური ნიადაგი უხდება / მისთვის სასარგებლოა; the city lifestyle seems to suit her – she's certainly looking very well როგორც ჩანს, ცხოვრების ქალაქური სტილი მას კარგად შეეფერება / უხდება – იგი ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება; this hot weather doesn't suit me ეს ცხელი ამინდი ჩემთვის კარგი არ არის / არ მიხდება; we have gifts to suit every pocket ყველანაირი შეძლების მქონე მყიდველისთვის შესაფერისი / ყველანაირი ფასის საჩუქრები გვაქვს;

2) ʘ ვინმესთვის ხელსაყრელია / მოსახერხებელია / მისაღებია; ვინმე ხელს აძლევს; we could go now or this afternoon – whatever time suits you best შეგვიძლია ან ახლავე წავიდეთ, ან დღეს ნაშუადღევს – რომელი დროც უფრო გაძლევს ხელს / როდესაც შენთვის უფრო ხელსაყრელია; if you want to go by bus, that suits me fine თუ ავტობუსით გინდათ წასვლა, ეს ჩემთვის სრულიად ხელსაყრელია / მისაღებია;

2. (to) რაიმესთვის მორგება (˂მო˃არგებს), მისადაგება, შეწყობა; რაიმესთვის ადაპტირება (რისამე); she had the ability to suit her performances to the audience მას თავისი გამოსვლის / შესრულების აუდიტორიისათვის მისადაგების უნარი ჰქონდა;

3. მოხდენა (˂მო˃უხდება); ʘ ˂და˃ამშვენებს, ლამაზს აჩენს (ითქმის ტანსაცმლის, ვარცხნილობის სტილის და მისთ. შესახებ); that coat really suits him ეს პალტო მას ძალიან უხდება; red suits you წითელი ფერი გიხდება; her new hairstyle doesn't really suit her თმის ახალი ვარცხნილობა მას ნამდვილად არ უხდება;

to suit oneself საუბ. საკუთარი ნება-სურვილის თანახმად მოქცევა; "I think I'll stay in this evening" "Suit yourself!" "რაღაც ამ საღამოს გარეთ გასვლა არ მინდა" –"როგორც გენებოს!"

suit I suitability

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0086