1. (ხშ. from) ტანჯვა (იტანჯება); ʘ რაიმე აწუხებს; I hate to see animals suffering არ შემიძლია ვუყურო, როგორ იტანჯებიან ცხოველები; he suffers from asthma მას ასთმა აწუხებს / ასთმა სჭირს; many companies are suffering from a shortage of skilled staff მრავალი კომპანია კვალიფიციური კადრების / პერსონალის ნაკლებობას განიცდის;
2. რაიმე უარყოფითის განცდა (განიცდის), გადატანა; ʘ რაიმე დაემართა / მოუვიდა; he suffered a massive heart attack მას გულის მძიმე შეტევა დაემართა; the party suffered a humiliating defeat in the general election საყოველთაო არჩევნებში პარტიამ დამამცირებელი / სამარცხვინო დამარცხება განიცადა; the company suffered huge losses in the last financial year გასულ ფინანსურ წელიწადში კომპანიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა; the civilian population suffered many casualties სამოქალაქო / მშვიდობიან მოსახლეობაში ბევრი იყო დაღუპული და დაჭრილი;
3. გაუარესება (˂გა˃უარესდება); ʘ ზარალდება; my work is suffering as a result of problems at home საშინაო / ოჯახური პრობლემების გამო ჩემი სამსახურებრივი საქმეები ზარალდება; safety might suffer if costs are cut თუ ხარჯებს შეკვეცენ, ამის შედეგად შეიძლება უსაფრთხოება დაზარალდეს / უსაფრთხოების დონე გაუარესდეს;
4. ნების დართვა (
˂და
˃რთავს), ნების / უფლების მიცემა; suffer the little children to come unto me, and forbid them not: for of such is the kingdom of God
ბიბლ. მოუშვით ბავშვები, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი;
5. არქ. რისამე მოთმენა (˂მო˃ითმენს), ატანა [შდრ. აგრ. ◇]; France will no longer suffer the existing government საფრანგეთი არსებულ მთავრობას აღარ მოითმენს;
◇ not to suffer fools gladly ʘ სულელებს ვერ იტანს; თავისზე ნაკლებად ჭკვიანი / ნაკლები ინტელექტის მქონე ხალხის მიმართ არაშემწყნარებელია; he was a perfectionist who didn't suffer fools gladly იგი პერფექციონისტი / მაქსიმალისტი იყო, რომელიც თავისზე ნაკლებად ჭკვიან ხალხს ვერ ეგუებოდა.