1. დიდებული, შთამბეჭდავი, გრანდიოზული; ჩინებული, საუცხოო; ამაღლებული; sublime beauty დიდებული სილამაზე; sublime genius უდიდესი გენიოსი; sublime scenery გრანდიოზული პეიზაჟი; sublime love ამაღლებული სიყვარული; sublime poetry მაღალი პოეზია;
2. წიგნ., ხშ. კიცხვ. 1) ქედმაღალი, ქედმაღლური, მედიდური, ამპარტავანი; sublime indifference ქედმაღლური გულგრილობა / ინდიფერენტულობა;
2) უკიდურესი; what sublime impudence! რა წარმოუდგენელი თავხედობაა! sublime self-conceit უზომოდ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე;
◇ a descent from the sublime to the ridiculous is quick დიადიდან სასაცილომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.