1. მარტივი, უაღრესად გამარტივებული, სქემატური; მხოლოდ ძირითადი / აუცილებელი ელემენტების შემცველი; a stripped-down stage setting მარტივი / სქემატური სასცენო დეკორაციები; a stripped-down budget მწირი ბიუჯეტი (რომელიც მარტოოდენ აუცილებელ საჭიროებათა დაფინანსებას ითვალისწინებს);
2. ნაწილებად დაშლილი; დემონტირებული (ითქმის მექანიზმის ან ავტომანქანის შესახებ).