Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stricken I adjective
[ʹstrɪkən]
Print
წიგნ.

1. 1) რითიმე მოცული; რისამე არასასიამოვნო ან მავნე ზემოქმედებას რომ განიცდის; a child stricken by fear შიშით მოცული / ძლიერ შეშინებული ბავშვი; a country stricken by severe economic problems სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანა; my country has been stricken by war for the past five years ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ომი მძვინვარებდა; he has been stricken with grief since the death of his wife ცოლის გარდაცვალების შემდეგ იგი მწუხარებით არის მოცული;

2) შეწუხებული, შეძრწუნებული (ითქმის ადამიანის სახის ან მისი გამომეტყველების შესახებ); she raised her stricken face and begged for help ქალმა შეძრწუნებული სახით ამოიხედა და შველა ითხოვა; I looked at her stricken face, contorted with worry მე მის შეწუხებულ, მღელვარებისგან შეცვლილ სახეს შევხედე;

3) დაზიანებული; ავარია ან კატასტროფა რომ განიცადა; საფრთხეში / დაღუპვის პირას მყოფი (ითქმის გემის, თვითმფრინავის და მისთ. შესახებ); we went to the aid of the stricken boat დაღუპვის პირას მყოფი / დაზიანებული ნავის დასახმარებლად გავეშურეთ; all the oil from the stricken tanker has now leaked into the sea დაზიანებული ტანკერიდან მთელი ნავთობი უკვე ზღვაში ჩაიღვარა; the pilot landed the stricken aircraft მფრინავმა დაზიანებული / მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი მიწაზე დასვა;

2. (-stricken) რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: რითიმე მოცული; რისამე არასასიამოვნო ან მავნე ზემოქმედებას რომ განიცდის; grief-stricken დადარდიანებული, დამწუხრებული, დარდით / მწუხარებით მოცული; a poverty-stricken area უკიდურესი სიღატაკით მოცული რაიონი; drought-stricken farmers გვალვისგან დაზარალებული ფერმერები.

striated muscle stricken II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0378