Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stretch II verb
[strɛtʃ]
Print

1. დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს; ˂და˃იჭიმება), გაჭიმვა; გაწელვა; the artist stretched the canvas tightly over the frame მხატვარმა მჭიდროდ / მაგრად ˂გა˃დაჭიმა ტილო ჩარჩოზე; make sure that the rope is stretched tight დარწმუნდი, რომ თოკი მაგრად არის დაჭიმული; that elastic band will snap if you stretch it too far თუ ძალიან დიდზე გაჭიმავ / გაწელავ, ეგ ელასტიკური თასმა / ლენტი გაწყდება; my sweater stretched when I washed it გარეცხვის შემდეგ ჩემი სვიტრი გაიწელა / დაგრძელდა; is there any way of stretching shoes? ფეხსაცმელების გაჭიმვა / გადიდება არ შეიძლება?

2. (out) გაჭიმვა (˂გა˃ჭიმავს; ˂გა˃იჭიმება), გაშლა (ითქმის სხეულის, ხელ-ფეხის შესახებ); he switched off the alarm clock, yawned and stretched მან მაღვიძარა გამორთო, დაამთქნარა და გაიზმორა; she stretched out her arm to take the book მან ხელი გაშალა / გაიწვდინა წიგნის ასაღებად; he stretched himself out on the sofa and fell asleep ტახტზე გაიჭიმა / გაიშხლართა და დაიძინა; the exercises are designed to stretch and tone your leg muscles ეს ვარჯიშები თქვენი ფეხის კუნთების დასაჭიმად და გასაძლიერებლად არის განკუთვნილი; always stretch before exercising სანამ ვარჯიშს დაიწყებდე, ყოველთვის კუნთები გაიხურე / მოთელვა ჩაატარე ხოლმე;

3. 1) ʘ განფენილია, გადაჭიმულია, ვრცელდება (ამა თუ იმ ფართობზე ან სივრცეზე); fields and hills stretched out as far as we could see სადამდეც ჩვენი თვალი სწვდებოდა, სულყველგან მინდვრები და გორაკები იყო გადაშლილი; the long white beaches stretch for miles along the coast ზღვის სანაპიროს მრავალი მილის მანძილზე გრძელი, თეთრი პლაჟები მიუყვება;

2) ʘ გრძელდება, მოიცავს (დროის ამა თუ იმ პერიოდს); his career as a government official stretched over twenty years სახელმწიფო მოხელის რანგში მისი კარიერა ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა / ოც წელზე მეტ ხანს მოიცავდა;

3) ყოფნა (ეყოფა); ʘ რაიმე გასწვდება; my budget won't stretch to a weekend at a health farm ჩემი ბიუჯეტი უიკენდის სანატორიუმში გატარებას ვერ გასწვდება; I need a new car, but my savings won't stretch to it ახალი მანქანა მჭირდება, მაგრამ ჩემი დანაზოგები ამას არ ეყოფა / ვერ გასწვდება;

stretch I stretcher

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0130