1. ძალა; he pulled with all his strength but the rock would not move მან მთელი ძალით მოქაჩა, მაგრამ ქვა ადგილიდან არ იძვროდა; she didn't have the strength to walk any further ქალს ძალა აღარ ჰქონდა სიარულის გასაგრძელებლად; he had a physical strength that matched his outward appearance მას თავისი გარეგნული იერის შესაფერისი ფიზიკური ძალა ჰქონდა;
2. სიმაგრე; სიმტკიცე; გამძლეობა (მასალისა, ნივთისა); the strength of a rope თოკის სიმაგრე / გამძლეობა; strength of materials სპეც. მასალათა გამძლეობა (აბრევ. SOM); all our suitcases are tested for strength before they leave the factory ქარხნიდან გატანამდე ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა ჩემოდანს სიმტკიცეზე / გამძლეობაზე გამოცდა უტარდება; this projectile will test the strength of the tank's armour ეს ჭურვი ტანკის ჯავშნის სიმაგრეს / სიმტკიცეს შეგვამოწმებინებს;
3. 1) სიძლიერე; ძლიერება; Germany's economic strength გერმანიის ეკონომიკური სიძლიერე; the strength of an argument არგუმენტის სიძლიერე / დამაჯერებლობა; he showed great strength of character when he refused to accept the bribes ქრთამის აღებაზე უარის თქმით მან ხასიათის დიდი სიძლიერე / სიმტკიცე გამოავლინა; admitting you've made a mistake is a sign of strength, not weakness საკუთარი შეცდომის აღიარება სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა; much of the country's military strength lies in its missile force ქვეყნის სამხედრო ძლიერება უმთავრესად მის სარაკეტო შეიარაღებას ეფუძნება;
2) სიძლიერე, ინტენსიურობა (გრძნობისა, რწმენისა, ფერისა, არომატისა და სხვ.); I was surprised by the strength of her feelings გაკვირვებული დავრჩი მისი გრძნობების სიძლიერით; this view has recently gathered strength ბოლო დროს ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო გაძლიერდა / ამ თვალსაზრისმა საზოგადოებაში კიდევ უფრო მტკიცედ მოიკიდა ფეხი; the strength of the sunlight მზის შუქის სიძლიერე; chili peppers in varying strengths სხვადასხვა სიცხარის წიწაკები;
3) სიმაგრე, კონცენტრაცია (ხსნარისა, მედიკამენტისა და მისთ.); the strength of coffee [of tea] ყავის [ჩაის] სიმაგრე; the strengths of our beers range from 3% alcohol to 6% ჩვენ მიერ წარმოებული ლუდის სახეობათა სიმაგრე ალკოჰოლის შემცველობის 3%-დან 6%-მდე ფარგლებში მერყეობს / ვარირებს; the solution comes in two strengths სიმაგრის / კონცენტრაციის მიხედვით, ამ ხსნარის ორი ვარიანტი გამოდის / იწარმოება; I speak of choice wines which get strength with age მე ვგულისხმობ რჩეულ / საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც სიმაგრეს დავარგებასთან ერთად იძენენ;
4. ძლიერი მხარე, ღირსება, დადებითი თვისება; his greatest strength is his ability to communicate with people მისი უდიდესი / მთავარი ღირსება ხალხთან ურთიერთობის უნარია; the strengths and the weaknesses of the book are evident წიგნის ღირსებანი და ნაკლოვანებანი აშკარაა;
5. სამხ. ძალა, ძალები; პირადი შემადგენლობა, პირადი შემადგენლობის რაოდენობა; საბრძოლო და რაოდენობრივი შემადგენლობა (ჯარისა, სამხედრო შენაერთისა);
6. არქ., ისტ. სიმაგრე, ციხესიმაგრე, ციტადელი (განსაკ. შოტლანდიაში);
◇ at full strength ა) სრული შემადგენლობით; nobody is injured, so the team will be at full strength for the game დაშავებული / ტრავმირებული არავინაა, ასე რომ მატჩზე გუნდი სრული შემადგენლობით გამოვა; ბ) სამხ. მთელი ძალებით; მთელი ხელთარსებული ჯარებით, ავიაციით, გემებით ან ავტომანქანებით; below / under / strength საჭიროზე ან ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობით ან შემადგენლობით; the office will be below strength in August when a lot of people will be away აგვისტოში, როდესაც უამრავი ხალხი შვებულებაში გავა, ოფისში ჩვეულებრივზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება / პერსონალის ნაკლებობა შეიქმნება; these cuts have left the local police force under strength ამ შემცირებათა შედეგად ადგილობრივი პოლიცია შტატებით დაუკომპლექტებელი აღმოჩნდა; in strength დიდი ძალებით; დიდი რაოდენობით; demonstrators arrived in strength to protest against the closure of the factory ქარხნის დახურვის გასაპროტესტებლად მრავალი დემონსტრანტი შეიკრიბა / მოვიდა; the enemy is crossing the river in strength მოწინააღმდეგე დიდი ძალებით ახდენს მდინარის ფორსირებას; on strength სამხ. სამხედრო შენაერთის პირად შემადგენლობაში შემავალი; we have 875 men on strength პირად შემადგენლობაში 875 კაცი გვყავს; on the strength of smth. რისამე ძალით, რისამე საფუძველზე; რისამე გამო, რისამე შედეგად; I bought the book on the strength of your recommendation ეს წიგნი შენი რეკომენდაციის საფუძველზე ვიყიდე; he ordered one on the strength of seeing mine მან ეს თავისთვის იმიტომ შეუკვეთა, რომ ჩემი ნაყიდი ნახა; to go from strength to strength ʘ ახალ-ახალ წარმატებებს აღწევს; სულ უფრო და უფრო წარმატებული ხდება; since her appointment the department has gone from strength to strength მისი დანიშვნის შემდეგ განყოფილება სულ ახალ-ახალ წარმატებებს აღწევს.