1. 1) ნაკადად დენა (დის), დინება, ˂გამო˃სვლა (ითქმის სითხის, გაზის, ბოლის და მისთ. შესახებ); tears streamed down his face მას სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა; water came streaming out of the burst pipe გამსკდარი მილიდან წყლის ნაკადი / ღვარი წამოვიდა; her head was streaming with blood ქალს თავიდან სისხლი ˂მო˃სდიოდა; one woman was carried from the scene of the accident with blood streaming from her head ერთ-ერთ ქალს, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს, თავიდან სისხლი სდიოდა; black smoke streamed from the exhaust მანქანის გამოსაბოლქვი მილიდან შავი ბოლი გამოდიოდა [შდრ. აგრ. 2)]; I've got a terrible cold and my nose has been streaming all week საშინლად ვარ გაცივებული და მთელი კვირაა სურდო მაქვს / ცხვირიდან სითხე მდის; a streaming cold სურდო, გაცივება სურდოსთან ერთად;
2) რისამე ნაკადის ან ჭავლის გამოშვება (˂გამო˃უშვებს) / გამოყოფა, გამოცემა; the exhaust streamed black smoke მანქანის გამოსაბოლქვი მილი შავ ბოლს უშვებდა [შდრ. აგრ. 1)]; the firemen were streaming floods of water over the roof and through the windows მეხანძრეები ალმოდებული შენობის სახურავსა და ფანჯრებს წყლის ნაკადებს ასხამდნენ;
2. 1) ნათება (ანათებს); ʘ იღვრება (ითქმის შუქის, სხივების შესახებ); the first rays of morning sunlight streamed through the open doorway დილის მზის პირველი სხივები ღია კარიდან შემოდიოდა / იღვრებოდა ოთახში; sunlight was streaming in through the windows ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდიოდა / იღვრებოდა;
2) გამოსხივება (˂გამო˃ასხივებს), გამოცემა, რაიმესთვის მოფენა (შუქისა, სხივებისა); the moon streamed its floods of light over the forest მთვარე ტყეს უხვად ჰფენდა თავის შუქს;
3. უწყვეტ ნაკადად მოძრაობა (მოძრაობს) / სვლა, დინება (ითქმის ცოცხალი არსებების ან საგნების შესახებ); people streamed across the bridge ხიდზე ხალხის ნაკადი მიედინებოდა; we were all very excited as we streamed out of our final exam როდესაც ბოლო გამოცდიდან გამოვდიოდით, ყველანი ძალზე აღელვებულნი / გამოცოცხლებულნი ვიყავით; he was watching the taxis streaming past იგი უყურებდა, როგორ ჩაივლიდა / მიედინებოდა მის გვერდით ტაქსების მწკრივი;