Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stray III verb
[streɪ]
Print

1. 1) გზის დაბნევა (˂და˃ებნევა) / არევა, გზას აცდენა, საიდანმე წასვლა და დაკარგვა; dog owners are urged not to allow their dogs to stray ძაღლების მფლობელებს დაბეჯითებით სთხოვენ, ყურადღება მიაქციონ, რომ მათი ძაღლები არ დაიკარგონ; they got lost when they strayed too far from the footpath მათ გზა დაებნათ, როდესაც ბილიკს მეტისმეტად დიდი მანძილით მოშორდნენ; the ship strayed off course during the storm ქარიშხლის დროს გემი კურსს ასცდა;

2) შემთხვევით სადმე შესვლა (შევა) / მისვლა, სადმე შეხეტება; უნებლიეთ სადმე თავის ამოყოფა; the military arrested anyone who strayed into the exclusion zone სამხედროები აპატიმრებდნენ ყველას, ვინც შემთხვევით აკრძალულ ზონაში შევიდოდა / აღმოჩნდებოდა; herd of cattle had strayed into the road გზააბნეული საქონლის ჯოგი შემთხვევით გზატკეცილზე გამოსულიყო;

2. 1) თემიდან გადახვევა (˂გადა˃უხვევს), სხვა საკითხზე გადასვლა / გადართვა (საუბრისას, მსჯელობისას); we seem to be straying from the main theme of the debate ვფიქრობ, დისკუსიის მთავარ თემას გადავუხვიეთ / ავცდით; sorry – I've strayed from the subject უკაცრავად, თემას გადავუხვიე; we're straying into ethnic issues here ჩვენ ახლა უკვე ეთნიკურ საკითხებზე გადავდივართ;

2) უნებლიეთ სხვა თემაზე ან საგანზე გადასვლა (გადავა), გაქცევა, "გადახტომა" (ითქმის ფიქრის, ყურადღების, მზერის და მისთ. შესახებ); her eyes strayed to the telephone ქალს თვალი / მზერა ტელეფონისკენ გაექცა; my mind kept straying back to our last talk together ჩემი გონება ისევ და ისევ ჩვენს ბოლო საუბარს უბრუნდებოდა; my thoughts strayed for a few moments რამდენიმე წამით ყურადღება გამეფანტა / გონება სხვა რამეზე გადამერთო.

stray II stray bullet

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0138