1. 1) დაძაბვა (˂და˃იძაბება), დაძაბულად ცდა (რისამე გაკეთებისა, მიღწევისა); she was straining to keep her head above the water იგი იძაბებოდა / ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა თავი წყალზევით სჭეროდა; people were straining to see what was going on იქ მყოფნი დაძაბულად ცდილობდენ დაენახათ, რა ხდებოდა; I had to strain to hear the music უნდა დავძაბულიყავი / ძალიან უნდა მეცადა, მუსიკა რომ გამეგონა;
2) დაძაბვა (˂და˃ძაბავს), გამახვილება (სმენისა, მხედველობისა და მისთ.); I was straining my ears listening hard to hear what they were saying სმენას რაც კი შემეძლო ვძაბავდი რათა გამეგო, რას ამბობდნენ ისინი; don't strain yourself თავს ზედმეტად ნუ დაიძაბავ / ნუ დაიღლი;
2. დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს, და˃იჭიმავს), მეტისმეტად დაძაბვა / გადაღლა, ტკენა (კუნთისა, მყესისა, სხეულის ნაწილისა); I think I've strained a muscle in my neck მგონი, კისრის კუნთი დავიჭიმე / დამეჭიმა; I strained a muscle in my back playing squash სკვოშის თამაშისას ზურგის კუნთი დავიჭიმე; don't read in the dark. You'll strain your eyes სიბნელეში ნუ კითხულობ. თვალებს იტკენ;
3. 1) დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს; ˂და˃იჭიმება), გაჭიმვა; the barbed wire fence was strained to posts six feet high ბოძებზე ექვსი ფუტის სიმაღლის ეკლიანი მავთულის ღობე იყო გაჭიმული; I've put on such a lot of weight recently – this dress is straining at the seams ამ ბოლო დროს წონაში ძალიან მოვიმატე და ეს კაბა ნაკერებში დაჭიმულია / მიჭერს; a dog straining at its lead / leash / ძაღლი, თავის თასმას / ჯაჭვს რომ ქაჩავს / ექაჩება [იხ. აგრ. ◇];
2) დაძაბვა (˂და˃ძაბავს), გართულება; დიდი დატვირთვის ან ზეწოლის ქვეშ მოქცევა; the war is straining the defence budget ომი მძიმე ტვირთად აწვება თავდაცვით ბიუჯეტს; the dispute has strained relations between the two countries დავამ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა / გაართულა; he strained her tolerance to the limit იგი ქალის შემწყნარებლობას ბოროტად იყენებდა;
4. გაწურვა (
˂გა
˃წურავს), საწურში, თუშფალანგში / დურშლაგში
და მისთ. გატარება, გაფილტვრა; to strain tea ჩაის გაფილტვრა / საწურში გატარება; strain the sauce to remove the seeds and skins გაფილტრეთ საწებელი კურკებისა და კანების / ქერქების მოსაცილებლად; strain the custard into a bowl კრემი საწურში გაატარეთ / გაფილტრეთ და თასში ჩაასხით; use a colander to strain the vegetables გამოიყენეთ დურშლაგი ბოსტნეულის გასაწურად / დასაწრეტად;
◇ to strain at the leash საუბ. ʘ მოწადინებულია, ძლიერ სურს (რისამე გაკეთება); ენთუზიაზმით არის აღსავსე [იხ. აგრ. leash I ◇]; like all youngsters, he's straining at the leash to leave home როგორც ყველა ახალგაზრდას, მას ერთი სული აქვს, როდის დატოვებს სახლს (დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად); to strain every nerve იხ. nerve I 4 1).