1. დიდი მაღაზია (განსაკ. სხვადასხვა სახის საქონლით მოვაჭრე); she's a sales assistant in a large department store იგი გამყიდველია დიდ უნივერსალურ მაღაზიაში / უნივერმაღში; a furniture store ავეჯის დიდი მაღაზია; a DIY store სახლის პირობებში სამუშაოდ საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების მაღაზია (სადურგლო, სარემონტო და სხვ.) [იხ. აგრ. DIY]; a chain store ერთ-ერთი მაღაზია ერთი კომპანიის მაღაზიათა ქსლიდან;
2. ამერ. მაღაზია (ნებისმიერი ზომისა ან ტიპისა); a health food store ჯანსაღი საკვების მაღაზია; a liquor store ალკოჰოლიანი სასმელების მაღაზია; a clothing store ტანსაცმლის მაღაზია; several stores were looted during the riot საზოგადოებრივი არეულობის დროს რამდენიმე მაღაზია გაიძარცვა;
3. 1) მარაგი; a good store of food for winter სურსათის კარგი მარაგი ზამთრისთვის; a store of wood შეშის მარაგი; fat stores in the body ცხიმის მარაგები ადამიანის სხეულში; a vast store of knowledge გადატ. ცოდნის დიდი მარაგი;
2) pl სამხ. მარაგები, რეზერვები; მატერიალური საშუალებები; medical stores მედიკამენტების მარაგები / რეზერვები (ჯარის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ა.შ. ხელთ არსებული);
4. ხშ. pl საწყობი a grain store მარცვლეულის საწყობი; weapons stores, a weapons store იარაღის საწყობი; he works in the clothing store იგი ტანსაცმლის საწყობში მუშაობს;
◇ in store (for smb.) (ვინმეს) რომ მოელის; (ვინმესთვის) განკუთვნილი; we don't know what life holds in store for us ჩვენ არ ვიცით, ცხოვრება რას გვიქადის; as we left, I wondered what the future held in store როდესაც მივდიოდით, ვფიქრობდი, ნეტავ მომავალი რას გვიქადის / რას მოგვიტანს-მეთქი; if she had known what lay in store for her, she would never have agreed to go რომ სცოდნოდა, რა მოელოდა, წასვლაზე არაფრით არ დათანხმდებოდა; they think it'll be easy but they have a surprise in store მათ ჰგონიათ, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ სიურპრიზი მოელით; to set / to put / (great, considerable, etc.) store by smth. რაიმესთვის (დიდი, არსებითი და ა.შ.) მნიშვნელობის მინიჭება; მნიშვნელოვნად / არსებითად რისამე მიჩნევა; she sets great store by her appearance იგი თავის გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს; it is unwise to put too much store by these statistics გონივრული არ არის / არ ღირს ამ სტატისტიკურ მონაცემთათვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება.