Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stipulate verb
[ʹstɪpjʊleɪt]
Print
წიგნ. ზუსტად / მკაფიოდ განსაზღვრა (˂გან˃საზღვრავს), დადგენა (განსაკ. რისამე გაკეთების ან შესრულების წესისა, რისამე პირობისა); პირობის სახით რისამე დათქმა, პირობად რისამე დადება; რისამე განპირობება / შეპირობება (ჩვეულ. შეთანხმებისას, ხელშეკრულების დადებისას და მისთ.); a delivery date is stipulated in the contract საქონლის ადგილზე მიტანის თარიღი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული / ხელშეკრულებაშია დათქმული; we have signed a contract which stipulates when the project must be completed ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს, რომელიც განსაზღვრავს / რომელშიც დათქმულია, თუ როდის უნდა დასრულდეს პროექტი; the job advertisement stipulates that the applicant must have three years' experience ვაკანსიის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეტენდენტს სამწლიანი გამოცდილება / სტაჟი უნდა ჰქონდეს; the stipulated time has elapsed დათქმული დრო გავიდა; he stipulated certain conditions before their marriage მათ ქორწილამდე მან გარკვეული პირობები დათქვა; she agreed to buy the car, but stipulated racing tyres and a turbo-powered engine ქალი მანქანის ყიდვაზე დათანხმდა, მაგრამ პირობის სახით დათქვა, რომ მანქანას სპორტული საბურავები და ტურბოძრავა უნდა ჰქონოდა.

stint II stipulation

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0509