1. (ჯერ) კიდევ, (ჯერ) ისევ, ჯერ(აც), კვლავაც; I still haven't finished my essay ჩემი თხზულება ჯერ არ დამიმთავრებია; I've eaten all the food but I'm still hungry მთელი საჭმელი შევჭამე, მაგრამ ჯერ კიდევ / ჯერაც მშია; there is still no news about the hostages მძევლების შესახებ ჯერაც / კვლავინდებურად არანაირი ცნობები არ არის; there's still time to change your mind ჯერ კიდევ გაქვს დრო აზრის / გადაწყვეტილების შესაცვლელად; do you still play basketball? კალათბურთს კიდევ თამაშობ? do you still live at the same address? ჯერ კიდევ / ჯერაც იმავე მისამართზე ცხოვრობ?
2. კიდევ, ამას გარდა, რისამე დამატებით; there are still ten days to go until my holiday ჩემს შვებულებამდე კიდევ ათი დღეა დარჩენილი;
3. (კიდევ) უფრო (შედარებისას); a still more difficult problem კიდევ უფრო რთული პრობლემა; still more snow fell overnight ღამე კიდევ უფრო მეტი თოვლი მოვიდა; he grew still more depressed იგი კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავარდა; the next day was warmer still მეორე დღეს კიდევ უფრო თბილოდა; the company is hoping to extend its market still further კომპანია თავისი გასაღების ბაზრის კიდევ უფრო გაზრდას იმედოვნებს; "I'll meet you at the theatre." "No, better still, let's meet in a café and talk over coffee first" "თეატრთან შეგხვდები" – "არა, უკეთესი იქნება / აჯობებს ჯერ კაფეში შევხვდეთ და ფინჯან ყავის სმისას წავიმუსაიფოთ".