1. 1) ხისტი, მაგარი, არადრეკადი; stiff cardboard ხისტი / არადრეკადი მუყაო; a stiff collar [brush] ხისტი / მაგარი საყელო [ჯაგრისი]; his clothes were stiff with dried mud მისი ტანსაცმელი შემხმარი ტალახისგან გამაგრებულიყო / გახამებულიყო;
2) ძნელად მოძრავი, ძნელად მოსატრიალებელი, ძნელად რომ იღება; ბუდეში, ჩარჩოში და მისთ. მჭიდროდ ჩამჯდარი ან გაჭედილი; the windows were stiff and she couldn't get them open ფანჯრები მაგრად იყო დახურული და ქალი მათ გაღებას ვერ ახერხებდა; the door handle is stiff and I can't turn it კარის სახელური ძნელად მოძრაობს / გაჭედილია და ვერ ვატრიალებ; pull hard – that drawer's very stiff მაგრად მოქაჩე – ეგ უჯრა ძალიან ძნელად იღება; the shower tap is a little stiff საშხაპის ონკანი ცოტა არ იყოს ძნელად იღება / ძნელად ტრიალებს;
2. გაშეშებული, გახევებული; დაჭიმული, მტკივანი (ითქმის სხეულის, კიდურის, კუნთების და მისთ. შესახებ); her fingers were stiff with cold სიცივისაგან ქალს თითები გაშეშებოდა; I've got a stiff neck კისერი გაშეშებული მაქვს; I never felt stiff after training until I was in my thirties ვარჯიშის შემდეგ კუნთები არასოდეს არ მეჭიმებოდა, სანამ ოცდაათი წლის ასაკს არ გადავცილდი; the next morning I was as stiff as a board მეორე დილით მთელი სხეული ფიცარივით მქონდა გახევებული;
3. ბლანტი, სქელი, მკვრივი (ითქმის სითხის, ნარევის შესახებ); whisk the egg whites until stiff ადღვიბეთ კვერცხის ცილა მანამდე, სანამ არ გამაგრდება; a stiff dough მკვრივი / მაგარი ცომი; mix the powder and water into a stiff paste ფხვნილი და წყალი ერთმანეთში აურიეთ, სანამ ბლანტ / სქელ პასტას არ მიიღებთ;
4. 1) ძლიერი, მძლავრი, მძაფრი; მტკიცე, შეუპოვარი; a stiff breeze [wind] ძლიერი ბრიზი / ნიავი [ქარი]; the company faces stiff competition from its rivals კომპანია თავისი
მეტოქეების მხრიდან ძლიერ / მძაფრ კონკურენციას აწყდება; the new proposals have met with stiff opposition ახალ წინადადებებს მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდა; a stiff fight შეუპოვარი / მძაფრი ბრძოლა;
2) ძნელი, რთული, მძიმე; it was a stiff climb to the top of the hill გორაკის წვერზე ასასვლელად ძნელი აღმართის ავლა იყო საჭირო;
3) მკაცრი; there are stiff fines for breaking the rules წესების დარღვევისთვის მკაცრი ჯარიმებია დაწესებული; the athlete was given a stiff punishment for using drugs დოპინგის გამოყენებისთვის სპორტსმენმა მკაცრი სასჯელი მიიღო; some college courses have stiffer entry requirements than others კოლეჯის ზოგიერთ სასწავლო კურსზე უფრო მკაცრი მისაღები მოთხოვნები მოქმედებს, ვიდრე სხვებზე;
5. ცივი, არაგულითადი, დაძაბული; ზედმეტად ოფიციალური (ითქმის ვისიმე ქცევის, მეტყველების მანერის და მისთ. შესახებ); their goodbyes were stiff and formal მათი გამომშვიდობება ცივი და ოფიციალური იყო; the general is a tall man with steel spectacles and a stiff, rather pompous manner გენერალი ტანმაღალი კაცია, რომელიც ფოლადისჩარჩოიან სათვალეს ატარებს და ოფიციალური, საკმაოდ ცერემონიული მანერებით გამოირჩევა;
6. მაგარი, ბევრი ალკოჰოლის შემცველი (ითქმის სასმლის შესახებ); a stiff drink მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი; a stiff whisky მაგარი ვისკი;
7. მეტისმეტად მაღალი ან დიდი (ითქმის ფასის, გადასახადის და მისთ. შესახებ); a stiff price მეტისმეტად მაღალი ფასი; we had to pay a stiff membership fee to join the health club სპორტულ-გამაჯანსაღებელ კლუბში გასაწევრიანებლად ძალზე მაღალი საწევრო გადასახადების გადახდა მოგვიხდა; a stiff tax on cigarettes მეტისმეტად დიდი გადასახადი, რომლითაც სიგარეტები იბეგრება;
◇ a stiff upper lip სიმტკიცე, სულიერი სიმხნევე; სიჯიუტე, სიმკაცრე [იხ. აგრ. lip I ◇].