Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

steam I noun
[sti:m]
Print
ორთქლი; steam rose from the boiling kettle მდუღარე ჩაიდნიდან ორთქლი ამოვიდა; steam was rising from the coffee ყავას ორთქლი ასდიოდა; she wiped the steam from her glasses ქალმა სათვალეს ორთქლი მოსწმინდა / დაორთქლილი სათვალე გაწმინდა;

a steam engine ტექ. ორთქლის მანქანა / ძრავა;

full steam ahead სრული სვლით, მთელი სიჩქარით; მაქსიმალური ენერგიით; to get, to go etc somewhere under one's own steam დამოუკიდებლად / სხვის დაუხმარებლად / "საკუთარი სვლით" სადმე მისვლა, წასვლა და ა.შ.; I'll get to the restaurant under my own steam რესტორანში ჩემით / სხვის დაუხმარებლად მივალ; do you want a lift or will you get there under your own steam? მანქანით გაგიყვანო, თუ შენით / "საკუთარი სვლით" მიხვალ? to get up / to pick up, to build up / steam, to gather / to gain / steam ა) სიჩქარის განვითარება / აკრეფა (ითქმის ძრავას, მანქანის შესახებ); ბ) საუბ. ʘ უფრო ენერგიული, ინტენსიური ან აქტიური ხდება; ძალას იკრებს; the election campaign is picking up steam საარჩევნო კამპანია ძალას იკრებს; to let off steam საუბ. "ორთქლის გამოშვება", მოჭარბებული ემოციებისთვის ან ენერგიისთვის გამოსავლის მიცემა; დაწყნარება, გულის მოოხება (უპირატ. ჩხუბით, ყვირილით, ვინმესთვის საყვედურების თქმით და მისთ.); to run out of steam საუბ. ენერგიის ან რისამე კეთების ხალისის დაკარგვა; ʘ ძალა გამოელია; I usually just let her yell until she runs out of steam ჩვეულებრივ, უბრალოდ საშუალებას ვაძლევ ხოლმე მანამ იყვიროს, სანამ ძალა არ გამოელევა / სანამ არ დაიღლება; the peace talks seem to have run out of steam სამშვიდობო მოლაპარაკებებს თითქოს შემართება / წარმმართველი მუხტი გამოელია.

stealthy steam II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0115