Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

steady I adjective
[ʹstɛdɪ]
Print

1. 1) მუდმივი, მდგრადი, სტაბილური (ითქმის ზრდის, განვითარების და სხვ. პროცესის შესახებ); a steady increase [decline] სტაბილური / მდგრადი / განუხრელი ზრდა [კლება / შემცირება]; progress has been slow but steady პროგრესი ნელი, მაგრამ სტაბილურია; the castle receives a steady stream of visitors ციხესიმაგრეში მნახველების / ექსკურსანტების სტაბილური / უწყვეტი ნაკადი დადის; a steady rain გაბმული / გადაუღებელი წვიმა;

2) თანაბარი, ერთგვაროვანი; რეგულარული, სტაბილური; his breathing was steady მისი სუნთქვა თანაბარი იყო; იგი თანაბრად სუნთქავდა; the procession moved through the streets at a steady pace პროცესია თანაბარი ნაბიჯით მიდიოდა ქალაქის ქუჩებში; she drove at a steady speed მას მანქანა თანაბარი / ერთნაირი სიჩქარით მიჰყავდა; a steady income რეგულარული / სტაბილური შემოსავალი; a steady job მყარი / გარანტირებული / სტაბილური სამუშაო ადგილი; a steady relationship რეგულარული / სერიოზული ურთიერთობა (ქალსა და მამაკაცს / შეყვარებულებს შორის);

2. მტკიცე, მყარი; მდგრადი, მყარად მდგომი, დამაგრებული და ა.შ.; a steady ladder მყარი / მდგრადი / მყარად მდგომი მისადგმელი კიბე; it takes a steady hand to perform surgery ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად მტკიცე ხელია საჭირო; keep the camera steady while you take a picture როდესაც სურათს იღებ, კამერა ხელში მყარად გეჭიროს; there were tears in her eyes, but her voice was steady ქალს თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი, მაგრამ მისი ხმა მტკიცედ ჟღერდა / ხმა არ უკანკალებდა;

3. კეთილგონიერი, თავდაჭერილი; საიმედო, სანდო (ითქმის ადამიანის შესახებ); a solid, steady young man სოლიდური და თავდაჭერილი ახალგაზრდა კაცი;

steadily steady II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0111