Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stay II verb
[steɪ]
Print

1. 1) იმავე ადგილას დარჩენა (˂და˃რჩება); საიდანმე არწასვლა; to stay in bed ლოგინში დარჩენა, ლოგინიდან არადგომა; I can't stay long დიდხანს ვერ დავრჩები; we stayed to see what would happen დავრჩით რათა გვენახა, რა მოხდებოდა; he is staying late at the office tonight ამ საღამოს იგი გვიანამდე ოფისში რჩება; stay on this road until you get to Wells ამ გზიდან არ გადახვიდეთ / ამ გზას გაჰყევით, სანამ უელზში არ ჩახვალთ;

2) იმავე მდგომარეობაში დარჩენა (˂და˃რჩება); I can't stay awake any longer მეტხანს ფხიზლად / დაუძინებლად ვეღარ დავრჩები; the store stays open until late on Thursdays ხუთშაბათობით მაღაზია გვიანამდე არ იკეტება; I don't know why they stay together არ ვიცი, კვლავ ერთად რატომ არიან / ერთმანეთს რატომ არ სცილდებიან; put a lid on the pan so the food will stay hot ქვაბს თავსახური დაახურე, რომ საჭმელი ცხელი დარჩეს / არ გაცივდეს; we promised to stay friends for ever ერთმანეთს დავპირდით, რომ სამუდამოდ მეგობრებად დავრჩებოდით;

2. სადმე გაჩერება (˂გა˃ჩერდება), დარჩენა, ცხოვრება (დროებით); სადმე სტუმრობა; I stayed in Montreal for two weeks then flew home მონრეალში ორი კვირა დავრჩი / დავყავი, შემდეგ კი თვითმფრინავით სახლში გა˂მო˃ვფრინდი; we stayed with friends in France ერთხანს საფრანგეთში მეგობრებთან ვსტუმრობდით / ვცხოვრობდით; the children usually stay with their grandparents for a week in the summer ზაფხულობით ბავშვები ჩვეულებრივ ერთი კვირით ბებიასთან და ბაბუასთან რჩებიან ხოლმე; they said they'd stay at / in / a hotel მათ თქვეს, სასტუმროში გავჩერდებითო; to stay overnight, to stay the night ღამით სადმე დარჩენა, ღამის სადმე გათევა; you can always stay the night at our house ყოველთვის შეგიძლია, ღამით ჩვენს სახლში დარჩე / ღამე ჩვენთან გაათიო;

to stay behind სადმე შეყოვნება (˂შე˃ყოვნდება), დარჩენა (სხვების წასვლის შემდეგ); I stayed behind after class to speak to the teacher გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელთან დასალაპარაკებლად დავრჩი; I'll stay behind and help you wash up დავრჩები და ჭურჭლის გარეცხვაში დაგეხმარები;

to stay in შინ / სახლში დარჩენა (˂და˃რჩება); გარეთ არგასვლა; I'm going to stay in and watch TV ვაპირებ შინ / სახლში დავრჩე და ტელევიზორს ვუყურო;

to stay on (at) დარჩენა (˂და˃რჩება), ჩვეულებრივზე მეტი ხნით სადმე დაყოფა (სწავლის, მუშაობის, მოღვაწეობის გასაგრძელებლად); I stayed on an extra two years at school სკოლაში დამატებითი ორი წელი ვისწავლე; he decided to stay on at university to do further research მან გადაწყვიტა უნივერსიტეტში დარჩენილიყო და კვლევა განეგრძო; he resigned as chairman, but stayed on as an instructor თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, მაგრამ ინსტრუქტორად მუშაობა განაგრძო;

to stay out შინ არყოფნა (არ არის), გარეთ / ქუჩაში ყოფნა (განსაკ. ღამე გვიანობამდე); he started staying out late, drinking მან გარე-გარე / ქუჩა-ქუჩა სიარული და ლოთობა დაიწყო;

to stay up დასაძინებლად არდაწოლა (არ ˂და˃წვება), ფეხზე ყოფნა (ჩვეულებრივზე უფრო გვიან დრომდე); you've got school tomorrow. I don't want you staying up late ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელი. არ მინდა, რომ გვიანობამდე ფეხზე იყო / დასაძინებლად არ დაწვე; we stayed up (late) to watch a film კინოფილმის საყურებლად გვიანობამდე არ დავწოლილვართ;

to be here / to have come / to stay ʘ ფეხმოკიდებულია, დამკვიდრებულია; საზოგადოების მიერ მიღებულია; ცხოვრების / ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული; professional women's basketball is here to stay ქალთა პროფესიული კალათბურთი უკვე მტკიცედ არის დამკვიდრებული / ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული; it looks like televised trials are here to stay როგორც ჩანს, სასამართლო პროცესების ტელეტრანსლირებას მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული; to stay put საუბ. ადგილზე დარჩენა; ადგილიდან არდაძვრა; just stay put with the cases, while I go and find a taxi შენ ჩემოდნებთან დარჩი / იყავი, სანამ მე წავალ და ტაქსის გავაჩერებ; stay put until I get back ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ დავბრუნდები; stay well სამხრ.-აფრ. ნახვამდის, კარგად იყავი(თ) (გამომშვიდობებისას).

stay I STD

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0093