![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. საფოსტო მარკა (აგრ. postage stamp); a 28p stamp 28-პენიანი მარკა; to stick a stamp on the envelope კონვერტზე მარკის დაკვრა / დაწებება; could I have three first-class stamps, please? თუ შეიძლება, სამი ცალი პირველი კლასის მარკა მომეცით; he's hobby is collecting stamps მისი ჰობი მარკების შეგროვებაა / ფილატელიაა; 2. 1) ბეჭედი, შტამპი, შტემპელი (ხელსაწყო); a date stamp დოკუმენტებზე თარიღების დასასმელი შტემპელი; შტემპელ-კალენდარი; we can make up a stamp of your company name within two hours შეგვიძლია ბეჭედი, რომელზეც თქვენი კომპანიის სახელწოდება იქნება ამოტვიფრული, ორ საათში დაგიმზადოთ; 2) ბეჭედი, შტამპი, შტემპელი (ანაბეჭდი); have you got any visa stamps in your passport? პასპორტში რაიმე სავიზო შტამპები თუ გაქვს ჩარტყმული? a date stamp inside the front cover of a library book shows when it should be returned თარიღის აღმნიშვნელი შტამპი / შტემპელი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნის წინა ყდის შიგნითა მხარეს არის დასმული, გვიჩვენებს, თუ როდის უნდა დავაბრუნოთ წიგნი; the government has given the project its stamp of approval ხატოვნ. მთავრობამ პროექტი მოიწონა; 3. წიგნ. ნიშანი, კვალი, დამახასიათებელი თავისებურება; ბეჭედი, დაღი; each manager has left his or her own stamp on the way the company has evolved თითოეულმა მენეჯერმა თავისი საკუთარი კვალი დაასვა კომპანიის განვითარებას; although this painting clearly bears the stamp of genius, we don't know who painted it მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახატს აშკარად გენიალობის ბეჭედი აზის, ჩვენ არ ვიცით, ვინ დახატა იგი; the story had the stamp of authenticity ამბავი / ისტორია სარწმუნო ჩანდა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| stammerer | stamp II |