Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

squeeze II verb
[skwi:z]
Print

1. ხელის მოჭერა (˂მო˃უჭერს); to squeeze a tube of toothpaste კბილის პასტის ტუბისთვის ხელის მოჭერა; he squeezed her hand and smiled at her მან ქალს ხელზე ხელი მოუჭირა და გაუღიმა; he reloaded the gun, took aim and then squeezed the trigger მან იარაღი გადატენა, დაუმიზნა და შემდეგ სასხლეტს თითი დააჭირა / გამოჰკრა;

2. 1) რისამე გაწურვა (˂გა˃წურავს); once he had finished cleaning the floor, he squeezed the cloth out როდესაც იატაკის მოწმენდას მორჩა, მან ტილო გაწურა; squeeze a lemon into a glass ლიმონი ჭიქაში ჩაწურე;

2) სითხის გამოწურვა (˂გამო˃წურავს); he took off his wet clothes and squeezed the water out მან სველი ტანსაცმელი გაიხადა და იქიდან წყალი გამოწურა; freshly squeezed orange juice ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი; squeeze the juice of a lemon into a glass ლიმონის წვენი ჭიქაში ჩაწურეთ; she felt as if every drop of emotion had been squeezed from her ხატოვნ. ქალი თავს ემოციებისგან სრულებით დაცლილად გრძნობდა;

3. 1) სადმე ჩატენა (˂ჩა˃ტენის), ჩაჭედვა, გაჭირვებით მოთავსება / დატევა; გაჭირვებით რაიმეში გაყვანა / გატარება, გაძვრენა და ა.შ.; the car is quite full but we could manage to squeeze another couple of people in მანქანა საკმაოდ სავსეა, მაგრამ ერთი-ორი კაცის ჩაკვეხება / გაჭირვებით მოთავსება კიდევ შეგვიძლია; she squeezed herself into her tightest pair of jeans მან თავისი ყველაზე უფრო ვიწრო ჯინსები ჩაიცვა; we managed to squeeze a lot into a week ხატოვნ. ერთ კვირაში უამრავი რამის გაკეთება მოვახერხეთ;

2) სადმე ჩატენა (˂ჩა˃ეტენება), ჩაჭედვა, გაჭირვებით მოთავსება / დატევა; გაჭირვებით რაიმეში გავლა, გაძრომა და ა.შ.; the doors were shutting but we just managed to squeeze in კარები იკეტებოდა, მაგრამ მაინც მოვასწარით შიგნით შეძრომა; five of us squeezed into the back seat მანქანის უკანა სავარძელში ხუთნი ჩავეტენეთ / ჩავეკვეხეთ; to squeeze into a tight dress ვიწრო კაბაში "ჩაძრომა"; ვიწრო კაბის გაჭირვებით ჩაცმა; she squeezed through a narrow gap in the wall იგი კედელში არსებულ ვიწრო ნაპრალში / ხვრელში გაძვრა; there was just room for the bus to squeeze past ვიწრო გასავლელში ავტობუსი ძლივს გაეტია.

squeeze I squelch I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0348