1. დგაფუნი, თქაფუნი; შხაპუნი; she fell into the river with a loud splash ქალი მდინარეში ხმამაღალი დგაფუნით ჩავარდა;
2. შხეფი, წვეთი, წინწკალი (სითხისა); ტალახის და სხვ. ლაქა; splashes of water on the floor წყლის შხეფები იატაკზე; there were several splashes of white paint on the carpet ხალიჩაზე თეთრი საღებავის რამდენიმე წვეთი / წინწკალი ჩანდა; dark splashes of mud on her skirt ტალახის მუქი ლაქები მის კაბაზე;
3. განსხვავებული შეფერილობის ლაქა (რისამე ზედაპირზე); სინათლის ათინათი; the little girl in her flowery dress provides the only splash of colour in the picture პატარა გოგონა თავისი ჭრელი კაბით ნახატზე ერთადერთ ფერად ლაქას / ნათელ ობიექტს წარმოადგენს;
4. (of)
სასმელში ჩამატებული ცოტაოდენი
სხვა სითხე; coffee with just a splash of milk ყავა სულ ცოტაოდენი რძით;
5. სამხ. 1) გასკდომა, აფეთქება (ჭურვისა, ბომბისა); we didn't see the splash but we heard the explosion ჭურვის გასკდომა / ჭურვი მიზანს როგორ მოხვდა, არ დაგვინახავს, მაგრამ აფეთქების ხმა გავიგონეთ;
2) "აფეთქებულია", "მიზანი განადგურებულია" (კოდი);
◇ to make a splash საუბ. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, სახელის განთქმა; წარმატების მიღწევა; Jodie Foster made quite a splash in the film "Taxi Driver" კინოფილმ "ტაქსისტში" ნათამაშები როლით ჯოდი ფოსტერმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო / სახელი გაითქვა; the film made a big splash in New York ნიუ-იორკში ფილმმა საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა / დიდი ხმაური გამოიწვია.