(
spilt,
უპირატ. ამერ. spilled [-d])
1. 1) დაღვრა (˂და˃ღვრის; ˂და˃იღვრება), დაქცევა, დასხმა; I've spilt some coffee on the desk შემთხვევით ცოტა ყავა საწერ მაგიდაზე დავასხი / დამეღვარა; water had spilled out of the bucket onto the floor წყალი ვედროდან იატაკზე გადმოღვრილიყო; oh no! I've spilt coffee all down my shirt! ეს რა დამემართა! მთელი ყავა პერანგზე გადავისხი! to spill (smb.'s) blood წიგნ. (ვისიმე) სისხლის დაღვრა; ვისიმე მოკვლა ან დაჭრა; light spilled from the windows ხატოვნ. ფანჯრებიდან შუქი იღვრებოდა;
2) დაყრა (˂და˃ყრის; ˂და˃იყრება), დაბნევა; the bag split, and sugar spilled everywhere პარკი გასკდა და შაქარი ყველგან დაიყარა / მთელი შაქარი დაიბნა;
2. (out, onto, into) ერთბაშად საიდანმე გა˂მო˃სვლა (გა˂მო˃ვა) / გამოფენა / გამოცვენა, სადმე შესვლა / შეცვენა და ა.შ. (ითქმის ხალხის შესახებ); the doors opened and people spilled into the street კარები გაიღო და ხალხი ქუჩაში გამოეფინა / გა˂მო˃ვიდა; crowds of football fans spilled onto the field at the end of the game მატჩის დამთავრების შემდეგ ფეხბურთის უამრავი გულშემატკივარი მოედანზე გამოცვივდა;
▭ to spill over 1) გადმოღვრა (˂გადმო˃იღვრება); she filled the glass so full that the water spilled over მან ჭიქა ისე გაავსო, რომ წყალი გადმოიღვარა; her emotions suddenly spilled over ხატოვნ. უეცრად მისმა ემოციებმა ამოხეთქა / თავისი ემოციების შეკავება ვეღარ შეძლო;
2) (into) რაიმეზე გავრცელება (˂გა˃ვრცელდება); ʘ რაიმე მოიცვა, რაიმეს მოედო; there are fears that war could spill over into neighbouring countries შიშობენ, რომ ომი შეიძლება მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს / მეზობელ ქვეყნებსაც მოედოს [შდრ. აგრ. spillover];
◇ to spill the beans საუბ. გამხელა, გამჟღავნება, გათქმა (საიდუმლოსი, კონფიდენციალური ინფორმაციისა და მისთ.).