(
spelt,
უპირატ. ამერ. spelled [-d])
1. 1) ასო-ასო წარმოთქმა (წარმოთქვამს) ან ˂და˃წერა (სიტყვისა, მარცვლისა); how do you spell your surname? შენს გვარს როგორ წერ? შენი გვარი როგორ იწერება? his name is spelt P-H-I-L-I-P მისი სახელი ასე იწერება: P-H-I-L-I-P; you've spelled my name wrong ჩემი სახელი არასწორად დაგიწერია;
2) სიტყვის სწორად, მართლწერის / ორთოგრაფიის წესების დაცვით წერა (წერს); სიტყვის სწორად, მართლწერის / ორთოგრაფიის წესების დაცვით წერის ცოდნა / უნარის ქონა; I could never spell very well at school სკოლაში სწავლის დროს მართლწერა მაინცდამაინც არ მეხერხებოდა / სიტყვებს მუდამ ორთოგრაფიული შეცდომებით ვწერდი; I think it's important that children should be taught to spell ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის მართლწერის / სწორად წერის სწავლებას;
3) სიტყვის შედგენა (˂შე˃ადგენს) / ფორმირება (ითქმის ასოების შესახებ); B-O-O-K spells "book" ასოები B-O-O-K შეადგენს სიტყვას "book"; სიტყვა "book" შედგება ასოებისგან B-O-O-K;
2. 1) ʘ რაიმეს ნიშნავს / მოასწავებს; შედეგად რისამე მოტანა, რისამე გამოწვევა; the crop failure spelt disaster for many farmers ნათესების მოუსავლიანობა / დაღუპვა მრავალი ფერმერისთვის კატასტროფას მოასწავებდა / კატასტროფის ტოლფასი იყო; this cold weather could spell trouble for gardeners ეს ცივი ამინდი მებაღეებს პრობლემებს შეიძლება უქადდეს;
2) ʘ რაიმესთვის დამახასიათებელია, რისამე დამახასიათებელ თავისებურებას / ნიშანს წარმოადგენს; she had the chic, efficient look that spells Milan მას ჰქონდა დახვეწილი, ეფექტური გარეგნობა, რომელიც მილანისთვის / მილანის მცხოვრებთათვის არის დამახასიათებელი;
▭ to spell out 1) ასო-ასო წარმოთქმა (წარმოთქვამს) ან ˂და˃წერა (სიტყვისა, მარცვლისა); could you spell that name out again? თუ შეიძლება, ეგ სახელი ასო-ასო კიდევ ერთხელ წარმოთქვით; I have an unusual name, so I always have to spell it out to people უჩვეულო გვარი მაქვს და ამიტომ ხალხისთვის მუდამ მისი ასო-ასო წარმოთქმა / კარნახი მიხდება ხოლმე;
2) ახსნა (ახსნის, აუხსნის), განმარტება; the report spelled out in detail what the implications were for teacher training მოხსენებაში დეტალურად იყო განმარტებული, თუ რა საკითხები უკავშირდებოდა მასწავლებლების გადამზადებას; let me spell out why we need more money ნება მომეცით აგიხსნათ, მეტი ფული რატომ გვჭირდება.