(spoke;
spoken)
1. 1) ლაპარაკი (ლაპარაკობს); to speak loudly [quietly] ხმამაღლა [ჩუმად] ლაპარაკი; I was so angry I could hardly speak ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ ძლივს ვლაპარაკობდი / ლაპარაკი მიჭირდა;
2) (to) ლაპარაკი (ელაპარაკება), დალაპარაკება; I'd like to speak to the manager, please მინდა მენეჯერს ˂და˃ველაპარაკო, თუ შეიძლება; "can I speak to Susan?" "Speaking" "თუ შეიძლება, სიუზენს დამალაპარაკეთ / სთხოვეთ" – "მე გახლავართ" (ტელეფონით საუბრის დაწყებისას);
3) (on, about) საჯაროდ ლაპარაკი (ლაპარაკობს), სიტყვით გამოსვლა (ხალხის, ამა თუ იმ აუდიტორიის წინაშე); to speak in public საჯაროდ / ხალხის წინაშე ლაპარაკი / სიტყვით გამოსვლა; to speak at a conference კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა; only one MP spoke against the bill კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი პარლამენტარი გამოვიდა;
2. ამა თუ იმ ენაზე ლაპარაკი (ლაპარაკობს); ამა თუ იმ ენის ცოდნა / ფლობა; would you prefer it if we spoke in German? ხომ არ გირჩევნიათ, გერმანულად ვილაპარაკოთ? to speak several languages ʘ რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს / ლაპარაკი შეუძლია; რამდენიმე ენის ცოდნა; do you speak English? ლაპარაკობ(თ) ინგლისურად? ინგლისური იცი(თ)? French-speaking Canada ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე / ფრანგულენოვანი კანადა;
3. თქმა (იტყვის, ამბობს); რისამე წარმოთქმა she was clearly speaking the truth იგი აშკარად სიმართლეს ამბობდა; he spoke the final words of the play მან პიესის დასკვნითი სიტყვები წარმოთქვა;
▭ to speak for ვისიმე ნაცვლად / მაგივრად ლაპარაკი (ლაპარაკობს); ვისიმე აზრების ან შეხედულებების გამოთქმა; speak for yourself! საუბ. შენს თავზე ილაპარაკე! სხვის ნაცვლად ნუ ლაპარაკობ! to speak out (against) ხმის ამოღება (˂ამო˃იღებს), ხმის ამაღლება (რისამე წინააღმდეგ); five students who had spoken out against the regime were arrested დააპატიმრეს ხუთი სტუდენტი, რომლებმაც რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს / რომლებსაც რეჟიმის საწინააღმდეგო მოსაზრებები ჰქონდათ საჯაროდ გამოთქმული; to speak up 1) ხმის აწევა (აუწევს), უფრო ხმამაღლა ლაპარაკის დაწყება; we can't hear you. Speak up! არ გვესმის. ხმას აუწიეთ / უფრო ხმამაღლა ილაპარაკეთ!
2) ხმის ამოღება (˂ამო˃იღებს), ლაპარაკის დაწყება; აზრის გამოთქმა;
3) (for) ხმის ამაღლება (აიმაღლებს), სიტყვით გამოსვლა (რისამე, ვისიმე მხარდასაჭერად); he is willing to speak up for the rights of women მას ქალთა უფლებების მხარდასაჭერად ხმის ამაღლება / გამოსვლა სურს;
◇ to be on speaking terms (with smb.), to be speaking (to smb.) ვინმესთან ურთიერთობის ქონა, ლაპარაკი (უთანხმოების, უსიამოვნების და მისთ. შემდეგ); she's not been on speaking terms with her uncle for years უკვე მრავალი წელია, რაც იგი ბიძამისს არ ელაპარაკება / რაც მას ბიძამისთან ურთიერთობა არა აქვს; are they speaking to each other again yet? ისინი უკვე შერიგდნენ / ერთმანეთს ელაპარაკებიან? so to speak ასე ვთქვათ; თუ შეიძლება ასე ითქვას [იხ. აგრ. so I ◇]; to speak for itself / themselves / ʘ თავად მეტყველებს საკუთარ თავზე; თვალსაჩინოა, აშკარაა; კომენტარს არ საჭიროებს; her success speaks for itself მისი წარმატება თავად მეტყველებს საკუთარ თავზე; the results speak for themselves შედეგები თავად მეტყველებს საკუთარ თავზე / კომენტარს არ საჭიროებს; to speak of the devil იხ. devil I ◇; to speak one's mind საკუთარი აზრის პირდაპირ / დაუფარავად გამოთქმა [იხ. აგრ. mind I 4].