1. 1) (on, over) სითხის, ტალახის და მისთ. შეშხეფება (˂შე˃აშხეფებს), მიშხეფება; to spatter water წყლის შეშხეფება / შხეფებად მისხმა; oil was spattered on the floor ზეთი იატაკზე იყო დაშხეფებული / შხეფებად იყო მოსხმული იატაკზე; two bikes raced by and spattered mud over our clothes ორმა მოტოციკლმა ჩაგვიქროლა და ტანსაცმელზე ტალახი შემოგვაშხეფა / შემოგვასხა;
2) (with) რისამე შხეფებით / წვეთებით დასვრა (˂და˃სვრის) ან დასველება; his coat was spattered with mud მისი პალტო ტალახის შხეფებით იყო დასვრილი; მის პალტოს ტალახი ჰქონდა შეშხეფებული; the walls were spattered with blood კედლები სისხლის შხეფებით / წვეთებით იყო დაფარული;
3) შეშხეფება (˂შე˃ეშხეფება), მიშხეფება; შხაპუნი, შხაპუნით რაიმეზე დაცემა (ითქმის წყლის, წვიმის და სხვ. წვეთების შესახებ); when you cook bacon, the grease spatters everywhere როდესაც ბეკონს / ლორს წვავ, ცხიმი აქეთ-იქით ყველაფერს ეშხეფება ხოლმე; mud spattered in her face ქალს სახეში ტალახი მიეშხეფა; we heard the rain spattering on the roof სახურავზე წვიმის შხაპუნის ხმა გავიგონეთ; bullets spattered around them ხატოვნ. მათ გარშემო ტყვიების წვიმა ცვიოდა;
2. რითიმე მოფენა (˂მო˃ფენს), გაფანტულად / აქა-იქ დაფარვა რითიმე; the air was clear, the sky was spattered with stars ჰაერი სუფთა იყო, ცა კი ვარსკვლავებით იყო მოფენილი / მოჭედილი; the walls were spattered with placards კედლები პლაკატებით იყო აჭრელებული;
3. ჩირქის მოცხება (˂მო˃სცხებს), სახელის გატეხა, გაშავება; ცილისწამება; she spattered my reputation მან ჩემს რეპუტაციას ჩირქი მოსცხო.