1. გონიერი, კეთილგონიერი; გონივრული, კეთილგონივრული; სწორი; გამართლებული; he gave me some very sound advice მან ძალზე გონივრული რჩევა მომცა; a person of sound judgement საღად მოაზროვნე / კეთილგონიერი ადამიანი; ecologically [ideologically, theoretically] sound ეკოლოგიური [იდეოლოგიური, თეორიული] თვალსაზრისით სწორი / გამართლებული / მისაღები; the proposal makes sound commercial sense შემოთავაზებული წინადადება კომერციული თვალსაზრისით გონივრულია / მისაღებია; government bonds are a sound investment სახელმწიფო ობლიგაციები გონივრულად განხორციელებულ / საიმედო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს; sound reasoning სწორი / ლოგიკური მსჯელობა;
2. 1) ჯანმრთელი, ჯანსაღი; უვნებელი, დაუზიანებელი (ითქმის ადამიანის, სხეულის და მისთ. შესახებ); considering his age, his body is quite sound მისი ასაკის გათვალისწინებით, მისი სხეული სავსებით ჯანმრთელია; to be of sound mind ʘ საღ ჭკუაზეა / გონებაზეა; სულიერად / ფსიქიკურად დაავადებული არ არის; we arrived home safe and sound შინ უვნებელნი და საღ-სალამათნი დავბრუნდით;
2) ჯანსაღი, სუფთა; ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ითქმის ჰაერის, საჭმლის და მისთ. შესახებ);
3. მტკიცე, მყარი, გამძლე; საიმედო, კარგ მდგომარეობაში მყოფი; the house needs attention but the roof is sound სახლს მიხედვა სჭირდება, მაგრამ სახურავი კარგ მდგომარეობაშია; the floor was completely sound იატაკი სავსებით მყარი იყო; is the building structurally sound? შენობა კონსტრუქციული თვალსაზრისით მტკიცეა / საიმედოა? a sound foundation ა) მყარი საძირკველი; ბ) მტკიცე საფუძველი; a sound economy კარგ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა; she could get her business on a sound footing for the first time პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში, მას შეეძლო თავისი კომერციული საქმიანობისთვის ფინანსურად მყარი / სტაბილური მდგომარეობა უზრუნველეყო;
4. 1) სრულყოფილი, საფუძვლიანი, კარგი (
ითქმის ცოდნის, რისამე აღქმის / გაგების შესახებ); how sound is her knowledge of the subject? რამდენად საფუძვლიანად / კარგად ერკვევა
იგი ამ საკითხში? a sound knowledge of English ინგლისური ენის სრულყოფილი / საფუძვლიანი ცოდნა; he has sound grasp of European history ევროპის ისტორიაში კარგად ერკვევა;
2) კომპეტენტური, მცოდნე (ითქმის ადამიანის შესახებ); he's very sound on matters of law სამართლებრივ საკითხებში იგი ძალიან კომპეტენტურია / ძალიან კარგად ერკვევა;
5. 1) ღრმა, მშვიდი (ითქმის ძილის შესახებ);
2) ღრმა / მშვიდი ძილის მქონე (ითქმის ადამიანის შესახებ); to be a sound sleeper კარგი / მშვიდი ძილის ქონა;
6. მაგარი, გვარიანი (ითქმის ცემის შესახებ); to give smb. a sound beating ვისიმე მაგრად ცემა / მიბერტყვა; such people should be given a sound thrashing ასეთ ხალხს ერთი მაგარი ცემა არ აწყენდა;
7. საუბ. ჩინებული, საუცხოო;
◇ (as) sound as a bell საუბ. ა) სრულიად ჯანმრთელი; ბ) ჩინებულ / იდეალურ მდგომარეობაში მყოფი.