1. 1) ʘ ხმით, ლაპარაკით, ჟღერადობით (რაიმეს) ჰგავს; ამა თუ იმგვარად ჟღერს; that sounds like a child crying ბავშვის ტირილის ხმას ჰგავს; ისეთი ხმაა, თითქოს ბავშვი ტირისო; it sounds like a bird ჩიტის ხმას ჰგავს; to Thomas, her laugh sounded horribly like a growl გოგონას სიცილი თომასს საშინლად მოაგონებდა ღრენას; he sounds just like someone I used to work with ხმით / ლაპარაკით ძალზე მაგონებს ვიღაც ჩემს ყოფილ თანამშრომელს; you sound as if you've got a cold ისეთი ხმა გაქვს, თითქოს გაცივებული იყო [შდრ. აგრ. 2)]; the banging sounded as if it was coming from next door ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბრახუნი მეზობელი ბინის კარიდან მოისმოდა;
2) ʘ ამა თუ იმ შთაბეჭდილებას ტოვებს (მისი სიტყვების ან მის შესახებ გაგონილის, ნათქვამის და მისთ. მიხედვით); ესა თუ ის შთაბეჭდილება რჩება (ვისიმე სიტყვების შინაარსის, გაგონილის, წაკითხულის და მისთ. მიხედვით); that sounds like a good idea კარგი იდეა ჩანს; you sound like your father when you say things like that! როცა ასეთ რამეებს ამბობ, მამაშენს მაგონებ! she sounded upset and angry on the phone ტელეფონით საუბრისას ხმაზე / ლაპარაკზე ეტყობოდა, რომ განერვიულებული და გაბრაზებული იყო [შდრ. აგრ. 1)]; his explanation sounds reasonable to me მისეული განმარტება დამაჯერებლად მეჩვენება; your job sounds really interesting შენი სიტყვების მიხედვით, შენი სამუშაო მართლა ძალიან საინტერესო ჩანს; it sounds as if they had a good holiday ეტყობა / იმის მიხედვით, რაც მე მითხრეს, შვებულება სასიამოვნოდ გაუტარებიათ; the whole story sounded very odd მთელი ეს ისტორია ძალზე უცნაურად ჟღერდა / უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა; he sounds a very nice person from his letter მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, იგი ძალიან კარგი ადამიანი უნდა იყოს; does she sound like the right person for the job? მოსმენილის / გაგონილის მიხედვით რა შთაბეჭდილება გრჩება, იგი შესაფერისი კანდიდატურაა ამ სამუშაოსთვის? I hope I don't sound as if / as though / I'm criticizing you იმედია, ჩემი სიტყვები ისეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თითქოს გაკრიტიკებდეთ;
2. ხმის გამოცემა (გამოსცემს); ʘ ჟღერს, ˂გა˃ისმის; the siren sounded სირენის ხმა გაისმა; the bell sounded for dinner ზარმა დარეკა სადილობის დროის დადგომის ნიშნად; presently the castle-clock struck twelve, and then a trumpet sounded მალე ციხესიმაგრის საათმა თორმეტი ჩამოკრა, შემდეგ კი საყვირის ხმაც გაისმა;
3. ხმის გამოცემინება (გამოაცემინებს); ʘ აჟღერებს; ხმოვანი სიგნალის მიცემა; sound your horn to warn other drivers სიგნალი მიეცი სხვა მძღოლების გასაფრთხილებლად; to sound a whistle სასტვენის ჩაბერვა, სასტვენით დასტვენა; he sounded the gong მან გონგი დარეკა / გონგს შემოჰკრა; when she saw the smoke, she decided to sound the alarm როდესაც ბოლი დაინახა, ქალმა გადაწყვიტა განგაში აეტეხა / ყვირილით და მისთ. ხალხი გაეფრთხილებინა; scientists have sounded a note of caution on the technique ხატოვნ. ამ მეთოდთან დაკავშირებით მეცნიერებმა გაფრთხილება გამოთქვეს / საზოგადოება გააფრთხილეს;
4. ფონეტ. გამოთქმა (გამოთქვამს); to sound a vowel ხმოვნის გამოთქმა; you don't sound the "b" in the word "comb" სიტყვაში "comb" ასო "b" არ გამოითქმის; sound the rhymes clearly რით
მები მკაფიოდ გამოთქვი;
▭ to sound off (about) საუბ. კიცხვ. რისამე შესახებ საკუთარი აზრის ხმამაღლა ან კატეგორიულად გამოთქმა (გამოთქვამს); he should check his facts before sounding off სანამ რაიმეს იტყოდეს, ჯერ ფაქტები უნდა შეამოწმოს; she's always sounding off about too much sex in the media სულ იმის გამო გააქვს ერთი ამბავი / ჩივის, მედიაში სექსის თემას მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობაო.