1. სული (ადამიანის პიროვნების არამატერიალური ნაწილი, რომელიც, რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენათა მიხედვით, სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს); the immortality of the soul სულის უკვდავება; the souls of the dead გარდაცვლილთა სულები; the howling wind sounded like the wailing of lost souls ქარის ღმუილი განკიცხულ სულთა გოდებას ჰგავდა [იხ. აგრ. ◇];
2. სული, გული, ადამიანის სულიერი სამყარო; the restlessness deep in his soul მის სულში ჩაბუდებული მოუსვენრობა; in the depths of her soul, she knew he would betray her სულის / გულის სიღრმეში ქალმა იცოდა, რომ იგი მას უღალატებდა; the dark side of the human soul ადამიანის სულის ბნელი მხარე;
3. ადამიანი, პიროვნება, ინდივიდი (განსაკ. ამა თუ იმ ტიპისა); you're a brave soul გაბედული ადამიანი / კაცი ხარ; he is really quite a sensitive soul იგი მართლაც რომ ძალზე გულისხმიერი ადამიანია / კაცია; she's lost all her money, poor soul საბრალოს მთელი თავისი ფული დაუკარგავს; a village of 300 souls წიგნ. სოფელი, რომელშიც 300 კაცი / სული ცხოვრობს;
4. უარყოფით წინადადებებში კაციშვილი, ძეხორციელი, ვინ
მე; not a (living) soul არავინ, კაციშვილი / ძეხორციელი არ; I promise I won't tell a soul გპირდები, კაციშვილს / არავის არ ვეტყვი; I didn't see a soul when I went out როდესაც გარეთ გამოვედი, კაციშვილი / არავინ არ დამინახავს; there wasn't a soul in sight კაციშვილი / ძეხორციელი / არავინ არ ჩანდა;
5. მუს. სოული (პოპულარული მუსიკის მიმართულება, რომელიც რიტმ-ენდ-ბლუზისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს; აგრ. soul music);
6. ზედს. მნიშვნ. აფრო-ამერიკული, ზანგური; soul brother შავკანიანი / ზანგი მამაკაცი [შდრ. აგრ. soul food];
⌇ a soul singer სოულის მომღერალი;
◇ to be good for the soul ხუმრ. ≅ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა (ითქმის რაიმე არცთუ სასიამოვნოს შესახებ); "want a ride?" "No thanks. Walking is good for the soul" "გინდა, მანქანით გაგიყვან" – "არა, გმადლობ. ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა"; soul of რისამე სული, სულისკვეთება, არსი; Basho's poems capture the true soul of old Japan ბასიოს ლექსებში ძველი იაპონიის ჭეშმარიტი სულია ასახული; to be the soul of smth. ʘ რისამე განსახიერებას / სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს; he is the soul of discretion იგი წინდახედულობის / კეთილგონიერების განსახიერებაა; God rest his / her / soul ღმერთმა აცხონოს მისი სული (გარდაცვლილის მოხსენიებისას ხმარებული ფრაზა); my father, God rest his soul, died here at Vernison Hall მამაჩემი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, აქ, ვერნიზონ-ჰოლში გარდაიცვალა; lost soul ეკლ. წაწყმედილი / განკიცხული სული (რომელიც ცოდვების გამო სამოთხეში ვერ მოხვდა) [იხ. აგრ. lose I 8]; upon my soul ა) ღმერთო ჩემო (გაკვირვების გამომხატველი შეძახილი); ბ) ღმერთმანი, გეფიცებით; heart and soul იხ. heart¹ ◇.