Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

sort II verb
[sɔ:t]
Print

1. (out, into) დახარისხება (˂და˃ახარისხებს), კლასიფიცირება, კლასების, კატეგორიების მიხედვით დალაგება; the mail was sorted ფოსტა დაახარისხეს; the eggs are sorted according to size კვერცხები ზომის მიხედვით არის დახარისხებული; the names are sorted alphabetically გვარები ანბანის მიხედვით არის დალაგებული; the computer sorts the words into alphabetical order კომპიუტერი სიტყვებს ანბანის რიგზე ალაგებს; rubbish can easily be separated and sorted into plastics, glass and paper ნაგავი ადვილად შეიძლება დაიყოს და დახარისხდეს პლასტმასის, მინის და ქაღალდის ნარჩენებად; she sorted out the clothes, some to be kept, some to be thrown away მან ტანსაცმელი დაახარისხა / გადაარჩია, ზოგი შესანახად გადადო, ზოგიც გადასაყრელად;

2. საუბ. მოგვარება (˂მო˃აგვარებს); წესრიგში მოყვანა, შეკეთება, გარემონტება; I'll have more time when I've got things sorted at home მეტი დრო მექნება, როდესაც სახლში ყველაფერს მოვაგვარებ; it's our problem. We'll get it sorted ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ მას მოვაგვარებთ / გადავჭრით; can you sort the car by tomorrow? ხვალისთვის მანქანის შეკეთება შეგიძლია? we must get the phone sorted soon ტელეფონი მალე უნდა შევაკეთოთ;

to sort out 1) (from) გამორჩევა (˂გამო˃არჩევს), ამორჩევა; could you sort out the toys that can be thrown away? შეგიძლია ის სათამაშოები გამოარჩიო, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს? she sorted out the lettuce from the spinach ქალმა სალათა / სალათის ფოთლები ისპანახისგან გამოარჩია / გამოაცალკევა; first sort the white things out from the other clothes თავდაპირველად დანარჩენი ტანსაცმლისგან თეთრი ტანსაცმელი გამოარჩიე;

2) მოგვარება (˂მო˃აგვარებს), გადაჭრა (პრობლემისა, სირთულისა და მისთ.); the teacher helps the children to sort out their problems მასწავლებელი ბავშვებს მათი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება; I'll be glad to get this misunderstanding sorted out გულით მინდა ამ გაუგებრობის მოგვარება; you load up the car and I'll sort the kids out შენ მანქანაში ბარგი ჩააწყვე, მე კი ბავშვებს მივხედავ / მოვამზადებ; I need time to sort myself out ჩემი პრობლემების / სირთულეების მოსაგვარებლად დრო მესაჭიროება; it will all sort itself out in the end ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მოგვარდება;

3) მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს), წესრიგში მოყვანა, დალაგება; the cupboards need sorting out კარადები დასალაგებელია; we need to sort out our camping gear before we go away სანამ წავიდოდეთ, ჩვენი ტურისტული / სალაშქრო აღჭურვილობა უნდა მოვაწესრიგოთ;

4) მოწყობა (˂მო˃აწყობს), მოხერხება; წარმატებული ზომების მიღება (რისამე მისაღწევად); if you're going to the bus station, can you sort out the tickets for tomorrow? თუ ავტოვაგზალზე მიდიხარ, იქნებ ხვალისთვის ბილეთები გაგვიხერხო / აგვიღო? have you sorted out where you're going to live yet? ჯერ ხომ არ გაგირკვევია, სად უნდა იცხოვროთ? she is trying to sort out childcare ცდილობს, ბავშვს მომვლელი უშოვოს;

5) საუბ. ჭკუის სწავლება (ასწავლის), სეირის ჩვენება; has he been bothering you again – do you want me to sort him out? ისევ ხომ არ გაწუხებს? ხომ არ გინდა, ჭკუა ვასწავლო?

to sort through გადარჩევა (˂გადა˃არჩევს), დახარისხება; რისამე საპოვნელად გადახედვა, გადათვალიერება; she found the ring while sorting through some clothes ბეჭედი ტანსაცმლის გადარჩევის დროს იპოვა; I sorted through my paperwork ჩემი საბუთები / დოკუმენტაცია გადავარჩიე / დავახარისხე; she sorted through her suitcase for something to wear მან თავისი ჩემოდნის შიგთავსი გადაათვალიერა, რათა ჩასაცმელად რაიმე ეპოვა;

to sort out the men from the boys "ბიჭებისგან კაცების გამორჩევა"; მოწიფული, გამოცდილი, გაბედული და ა.შ. ხალხის მოუმწიფებელი, გამოუცდელი, გაუბედავი და ა.შ. ხალხისგან გამორჩევა.

sort I sortie

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0144