Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

sort I noun
[sɔ:t]
Print

1. სახეობა, სახე; კლასი, კატეგორია, ტიპი; what sort of music do you like? რა სახის / რანაირი მუსიკა მოგწონთ? what sort of shoes does she wear? რანაირ ფეხსაცმელებს იცვამს / ატარებს? this sort of problem is quite common ამ სახის / ამგვარი პრობლემა საკმაოდ ხშირია; this sort of camera is very expensive ამ ტიპის / ამნაირი კამერა ძალიან ძვირი ღირს; we saw all sorts of animals in the park პარკში მრავალი სახის / ათასნაირი ცხოველი ვნახეთ; he's the sort of person who only cares about money იგი ისეთი ტიპის / ყაიდის კაცია, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს; many sorts of bacteria are resistant to penicillin მრავალი სახის ბაქტერიები პენიცილინის მიმართ რეზისტენტული / მდგრადი არიან; there were snacks – peanuts, olives, that sort of thing საუბ. მსუბუქი საუზმეული იყო – არაქისი, ზეთისხილი და ეგეთი რაღაცები;

2. საუბ. პიროვნება, ადამიანი, "ტიპი"; he seemed like a decent sort to me ჩემზე იგი წესიერი / პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა; my brother would never cheat on his wife; he's not that sort ჩემი ძმა ცოლს არასოდეს მოატყუებს / უღალატებს; მაგის კაცი / ეგეთი ტიპი არ გახლავთ;

a sort of საუბ. რაღაც რისამე მსგავსი, რაღაცნაირი; can you hear a sort of ticking noise? გესმის რაღაც წიკწიკის მსგავსი ხმა? I had a sort of feeling that he wouldn't come რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იგი არ მოვიდოდა; they're a sort of greenish-blue colour რაღაც მომწვანო-ლურჯი ფერისაა; sort of საუბ. რამდენადმე, გარკვეულწილად; რაღაცნაირად, თითქოს; დაახლოებით; she sort of pretends that she doesn't really care იგი რაღაცნაირად თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ეს სავსებით არ ადარდებდეს; I'd sort of like to go, but I'm not sure წასვლა თითქოს მინდა, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ; "do you see what I mean?" "Sort of" "ხვდები, რას ვგულისხმობ?" – "დაახლოებით"; we're sort of doing it the wrong way ჩვენ ამას რაღაც არასწორად ვაკეთებთ; it's sort of silly, but I'd like a copy of the photograph ეს ცოტა არ იყოს სულელურად ჟღერს, მაგრამ ამ ფოტოსურათის ასლი მინდა, თუ შეიძლება; of sorts აგრ. of a sort საუბ. ერთგვარი, თავისებური, რაღაცნაირი (ითქმის რაიმე უჩვეულოს ან არცთუ კარგის შესახებ); he offered us an apology of sorts მან რაღაც ბოდიშის მსგავსი გვითხრა; he managed to make a curtain of sorts out of an old sheet ძველი ზეწრისგან ერთგვარი ფარდის გაკეთება მოახერხა; the training camp actually became a tourist attraction of sorts საწვრთნელი ბანაკი ფაქტობრივად თავისებურ ტურისტულ ობიექტად იქცა; nothing of the sort ემოც.-გამაძლ. არაფერი ამგვარი / მსგავსი; out of sorts ა) უგუნებოდ, ცუდ ხასიათზე მყოფი; ბ) შეუძლოდ, უქეიფოდ მყოფი; it takes all sorts (to make a world) ანდ. ამქვეყნად ათასნაირი ხალხი არსებობს (ითქმის ვისიმე უცნაური ან ექსცენტრული საქციელის შესახებ); he goes climbing up cliffs without ropes or anything? Oh well, it takes all sorts კლდეებზე თოკების და ყველაფრის გარეშე დაცოცავს? ღმერთო, რას არ გაიგებ / რამდენი უცნაური დადის ამ ქვეყანაზე! what sort of time do you call this? საუბ. რა დროა ახლა, შენი აზრით? (ითქმის დაგვიანებულისთვის საყვედურის თქმისას).

sorry II sort II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0266