1. (for) რისამე თხოვნა (სთხოვს, ითხოვს), მოთხოვნა; რისამე მოპოვების / მიღების ცდა; ვინმესთვის მიმართვა (დახმარების, ფულის, ინფორმაციის და სხვ. სათხოვნელად); to solicit for money ფულის თხოვნა; they were planning to solicit funds from a number of organizations ისინი მთელი რიგი ორგანიზაციებისთვის ფინანსური სახსრების / დაფინანსების თხოვნას აპირებდნენ; the governor sent two officials to Mexico City to solicit aid from the President გუბერნატორმა ქ. მეხიკოში ორი ოფიციალური პირი გაგზავნა პრეზიდენტისთვის დახმარების სათხოვნელად; historians and critics are solicited for their opinions ისტორიკოსებსა და კრიტიკოსებს საკუთარ მოსაზრებათა გამოთქმას ვთხოვთ;
2. კლიენტისთვის სექსუალური მომსახურების შეთავაზება (˂შე˃სთავაზებს) ითქმის მეძავის შესახებ; prostitutes solicited openly in the streets ქუჩებში მეძავები დაუფარავად სთავაზობდნენ გამვლელებს სექსუალურ მომსახურებას; she was arrested for soliciting იგი საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური მომსახურების შეთავაზებისთვის / პროსტიტუციისთვის დააპატიმრეს;
3. ამერ. კლიენტისთვის საქონლის ან მომსახურების ყიდვის შეთავაზება (˂შე˃სთავაზებს), საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ცდა (ბინა-ბინა ან სამსახურებში მისი დატარებითა და დემონსტრირებით და მისთ.); no soliciting on company premises is allowed კომპანიის ტერიტორიაზე თანამშრომელთათვის რისამე ყიდვის შეთავაზება აკრძალულია.