Try the new design Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

soften verb
[ʹsɒfn]
Print

1. დარბილება (˂და˃არბილებს; ˂და˃რბილდება); a lotion to soften the skin ლოსიონი კანის დასარბილებლად; heat the butter until it softens გააცხელეთ კარაქი, სანამ არ დარბილდება;

2. შერბილება (˂შე˃არბილებს; ˂შე˃რბილდება), შემსუბუქება, შესუსტება (ითქმის რისამე სიმკვეთრის, სიმკაცრის, ძალის, ზემოქმედების და მისთ. შესახებ); she softened her tone a little მან ლაპარაკის ტონი ოდნავ შეარბილა; I felt that he was beginning to soften towards me ვგრძნობდი, რომ მას ჩემდამი გული თანდათან ულბებოდა; the government has softened its stance on public spending მთავრობამ სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია შეარბილა; the impact of the tax was softened by large tax-free allowances გადასახადის ზემოქმედება მნიშვნელოვანმა დაუბეგრავმა ფულადმა შემწეობებმა შეარბილა / შეამცირა; the airbag softened the impact of the crash ავარიისას ჰაერის ბალიშმა დარტყმის ძალა შეამცირა / შეასუსტა;

to soften up 1) საუბ. ვინმესთვის გულის მოლბობა (˂მო˃ულბობს), ვისიმე მოთაფვლა (რაიმეზე დასაყოლიებლად, რაიმეში დასარწმუნებლად); potential customers are softened up with free gifts before the sales talk საქონლის რეალიზაციაზე საუბრის დაწყებამდე პოტენციურ კლიენტებს უფასო საჩუქრებით ულბობენ გულს; she was just softening me up იგი უბრალოდ ჩემთვის გულის მოლბობას / ჩემს მოთაფვლას ცდილობდა;

2) სამხ. მოწინააღმდეგის დასუსტება (˂და˃ასუსტებს), დაცვის სტაბილურობის დარღვევა, დამუშავება; use artillery to soften up the enemy forces მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების / ჯარების დასასუსტებლად არტილერია გამოიყენეთ.

soft drug softener

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0184