Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

soak verb
[səʊk]
Print

1. მთლიანად დასველება (˂და˃ასველებს; ˂და˃სველდება), გალუმპვა; a sudden shower of rain soaked the spectators უეცარმა კოკისპირულმა წვიმამ მაყურებლები დაასველა / გალუმპა; police aimed water hoses at the marchers, soaking them პოლიციამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს შლანგებით წყალი მიასხა და ისინი ერთიანად დაასველა / გალუმპა; the dog came out of the river and shook itself, soaking everyone ძაღლი მდინარიდან ნაპირზე ამოვიდა, ბეწვი გაიბერტყა და ყველანი დაასველა; the sea, in which they soak every tide ზღვა, რომლისგანაც ისინი ყოველი მოქცევის დროს სველდებიან;

2. დალბობა (˂და˃ალბობს; ˂და˃ლბება), სითხეში ჩალბობა; სითხით გაჟღენთა; if you soak the tablecloth before you wash it, the stains should come out თუ სუფრას გარეცხვამდე წყალში ჩაალბობთ, ლაქები წესით უნდა მოსცილდეს; soak the bread in the milk პური რძეში ჩაალბე; I usually soak the beans overnight ჩვეულებრივ, ღამის განმავლობაში ლობიოს დასალბობად წყალში ვტოვებ ხოლმე; he left the pan in the sink to soak მან ტაფა სამზარეულოს ნიჟარაში ჩატოვა, რათა წყალი გასჯდომოდა; a spoonful of water in which a clove of garlic has soaked for half an hour ერთი კოვზი წყალი, რომელშიც ნივრის კბილი ერთი საათის განმავლობაში ლბებოდა; soak in a warm bath to relax ხატოვნ. დასამშვიდებლად თბილ აბაზანაში ჩაწექით;

3. (in(to), through) ჟონვა (ჟონავს); გა˂მო˃ჟონვა; შეჟონვა; blood has soaked through the bandage სისხლმა სახვევიდან / ბინტიდან გამოჟონა; cold water was soaking into my shoes ცივი წყალი ფეხსაცმელებში შემდიოდა;

so II soaked

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0129