1. (ხშ. and so) შემოჰყავს წინადადებები, რომლებიც მიუთითებენ დასკვნას წინამავალი გამონათქვამიდან ასე რომ; ამდენად; ამიტომ; it was still painful so I went to see a doctor ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებდა, ამიტომ ექიმთან წავედი; Madeira has an ideal climate, and so it is not surprising that it has become a tourist paradise მადეირას იდეალური ჰავა აქვს, ასე რომ / ამდენად გასაკვირი არაა, რომ იგი ტურისტულ სამოთხედ იქცა;
2. (აგრ. so that) შემოჰყავს შედეგის დამოკიდებული წინადადებები ასე რომ; nothing more was heard from him so that we began to wonder if he was dead მისგან აღარაფერი გვსმენია, ასე რომ ვფიქრობდით, ხომ არ გარდაიცვალა-თქო; the wind had dropped so that it became warm ქარი ჩადგა, ასე რომ დათბა;
3. (აგრ. so that) შემოჰყავს მიზნის დამოკიდებული წინადადებები იმისთვის, რომ; იმისთვის, რათა; he lowered his voice so Doris couldn't hear მან ხმას დაუწია, რათა დორისს არ გაეგონა; she wore dark glasses so (that) nobody would recogize her შავ სათვალეს ატარებდა, რათა იგი ვერავის ეცნო; she worked hard so that everything would be ready in time იგი დაძაბულად მუშაობდა, რათა ყველაფერი დროზე ყოფილიყო მზად;
4. იხმარება ნაამბობის, საუბრის და მისთ. მომდევნო ნაწილის შემოსაყვანად ჰოდა; ამგვარად, ამრიგად; so after shouting and screaming for an hour she walked out in tears ჰოდა, ერთი საათის განმავლობაში ყვირილისა და კივილის შემდეგ იგი თვალცრემლიანი გამოვიდა გარეთ; so what happened next? ამგვარად, შემდეგ რაღა მოხდა?
◇ so what? საუბ. მერე რა? დიდი ამბავი! so what if we're a little late? რა მოხდა / დიდი ამბავი, თუ ცოტა დაგვაგვიანდა! "it's late." "So what? We don't have to go to school tomorrow" "გვიანაა" – "მერე რა! ხვალ სკოლაში მაინც არ მივდივართ"; "he's fifteen years younger than you!" "So what?" "იგი შენზე თხუთმეტი წლით უმცროსია!" – "მერე რა?"