1. გაგუდვა (˂გა˃გუდავს), დახრჩობა (სუნთქვის შეკვრით); she was smothered with a pillow იგი ბალიშით დაახრჩვეს;
2. (in, with) რითიმე დაფარვა (˂და˃ფარავს), გავსება, ავსება და მისთ.; a rich dessert smothered in cream უხვი დესერტი უამრავი ნაღებით / კრემით; noodles smothered in garlic sauce ნივრიან საწებელში "ჩაძირული" ატრია / მაკარონი; she smothered him with kisses.ქალმა იგი კოცნით აავსო / "დაახრჩო";
3. შეკავება (˂შე˃აკავებს, ˂შე˃იკავებს), ჩახშობა; to smother a yawn [giggle, grin] მთქნარების [სიცილის, ღიმილის] შეკავება; I tried to smother my cough ვცდილობდი ხველა შემეკავებინა / არ დამეხველებინა; voices of the opposition were effectively smothered ოპოზიციის ხმები სწრაფად ჩაახშვეს; the latest violence has smothered any remaining hopes for an early peace agreement ბოლოდროინდელმა ძალადობამ ბოლო მოუღო სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად დადების უკანასკნელ იმედებს;
4. ცეცხლის ჩაქრობა (
˂ჩა
˃აქრობს), "მოგუდვა" (
მისთვის რისამე გადაფარებით); I threw a blanket over the cooker to smother the flames ცეცხლის ალების ჩასაქრობად ქურას პლედი გადავაფარე;
5. შეზღუდვა (˂შე˃ზღუდავს), შეწუხება, თავისუფლების / დამოუკიდებლობის დაკარგვინება (მეტისმეტი ყურადღებით, ზრუნვით); I try not to smother him ვცდილობ, ზედმეტი ზრუნვით არ შევზღუდო იგი; her husband was very loving, but she felt smothered ქმარს იგი ძალიან უყვარდა, მაგრამ ქალი თავს შეზღუდულად გრძნობდა.