1. 1) სუფთა, მოწესრიგებული, ელეგანტური; მოხდენილად ჩაცმული / გამოწყობილი; you look very smart in that suit მაგ კოსტიუმში ძალიან მოხდენილად / ელეგანტურად გამოიყურები [იხ. აგრ. ◇];
2) სუფთა, მოწესრიგებული, ელეგანტური; მოხდენილი, ტანზე კოხტად მომდგარი (ითქმის ტანსაცმლის შესახებ) a smart black suit ელეგანტური შავი კოსტიუმი; a smart blue dress მოხდენილი / კოხტა ცისფერი კაბა; they were wearing their smartest clothes ისინი თავის საუკეთესო / ყველაზე უფრო ლამაზ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი;
3) ახალი, სუფთა; კოხტა, ლამაზი (ითქმის ნივთის, საგნის და ა.შ. შესახებ); a smart green van ახალთახალი / კოხტა მწვანე ავტოფურგონი; smart new offices სუფთა / კოხტა ახალი ოფისები;
2. მოდური, ფეშენებელური, მდიდრული; smart restaurants ფეშენებელური / მდიდრული რესტორნები; a smart hotel ფეშენებელური სასტუმრო; she mixes with the smart set იგი მდიდარ ხალხში ტრიალებს;
3. 1) ჭკვიანი, გონიერი, საზრიანი; ჭკვიანური, გონივრული; the smart kids get good grades and go off to college ჭკვიანი / გონიერი ბავშვები კარგ ნიშნებს იღებენ და კოლეჯში აბარებენ; he's not smart enough to be a politician პოლიტიკოსობისთვის არასაკმარისად ჭკვიანია / ინტელექტი არ ეყოფა; she's smarter than her brother იგი თავის ძმაზე უფრო ჭკვიანია; his decision to become a director was a smart move მისი გადაწყვეტილება, დირექტორი გამხდარიყო, ჭკვიანური ნაბიჯი / საქციელი იყო;
2) უპირატ. ამერ. აგდებ. თავი ჭკვიანად / ყოვლისმცოდნედ რომ მოაქვს; გამაღიზიანებლად თავდაჯერებული; "ჭკვიანური"; don't get smart with me, young man ჩემთან თავი ყოვლისმცოდნედ ნუ მოგაქვთ, ახალგაზრდავ; he made some smart remark მან რაღაც "ჭკვიანური" შენიშვნა / კომენტარი გააკეთა;
4. სპეც. "ჭკვიანი", "გონიერი", კომპიუტერიზებული (
ითქმის ხელოვნური ინტელექტის თვისებების მქონე სისტემის, მოწყობილობის და ა.შ. შესახებ); this smart washing machine will dispense an optimal amount of water for the load ეს "ჭკვიანი" / კომპიუტერიზებული სარეცხი მანქანა მასში ჩადებული სარეცხისთვის წყლის ოპტიმალურ რაოდენობას მოიხმარს;
5. სწრაფი, ჩქარი; მძლავრი, ძლიერი; we set off at a smart pace სწრაფი ნაბიჯით გავუდექით გზას; a smart blow on the head ძლიერი დარტყმა თავში;
◇ to look smart სწრაფად მოქმედება, აჩქარება; ʘ ჩქარობს [იხ. აგრ. 1 1)]; come up here, and look smart about it! აქ მოდი, და თანაც დაუჩქარე!