1. ფულის ჩასაშვები ჭრილი (ტელეფონ-ავტომატისა, სავაჭრო ავტომატისა და მისთ.); put your money into the slot and take the ticket ფული ჭრილში ჩაუშვით და ბილეთი აიღეთ; I put my money in the slot and pressed the button but nothing came out ფული ჭრილში ჩავაგდე და ღილაკს თითი დავაჭირე, მაგრამ ავტომატიდან გარეთ არაფერი გამოვიდა;
2. 1) ადგილი (სიაში, ნუსხაში, სისტემაში და მისთ.); the single has occupied the Number One slot for the past two weeks ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ სინგლს / სიმღერას პირველი ადგილი უკავია;
2) ვინმესათვის, რაიმესათვის გამოყოფილი დროის მონაკვეთი, "ფანჯარა", ადგილი (პროგრამაში, განრიგში და მისთ.); landing slots at Heathrow Airport ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავების დასაჯდომად გამოყოფილი დროის მონაკვეთები / "ფანჯრები"; the programme will occupy that half-hour slot before the nine o'clock news პროგრამა დაიკავებს დროის ნახევარსაათიან მონაკვეთს ახალი ამბების ცხრასაათიანი გამოშვების წინ; he has a regular slot on the late-night programme მას რეგულარული ადგილი აქვს გამოყოფილი ღამის პროგრამაში.