1. მცირე შეცდომა; დაუდევრობა (აგრ. slip-up); to make a slip შეცდომის დაშვება; she's made one or two slips – mainly spelling errors – but it's basically well written მას რამდენიმე უზუსტობა მოსვლია – ძირითადად მართლწერის შეცდომები – მაგრამ მთლიანობაში თხზულება კარგად არის დაწერილი; he recited the whole poem without making a single slip მთელი ლექსი ისე თქვა ზეპირად, რომ ერთი შეცდომაც არ დაუშვია;
2. 1) ქაღალდის პატარა ფურცელი; I made a note of her name on a slip of paper მისი სახელი ქაღალდის პატარა ფურცელზე ჩავინიშნე;
2) ბლანკი; ქვითარი; ჩეკი; if you want to order a book fill in the green slip თუ წიგნის დაკვეთა გსურთ, მწვანე ბლანკი შეავსეთ;
3. სრიალი; გასრიალება, მოცურება; one slip and you could fall to your death ერთი მოცურება / ფეხის გასრიალება და შეიძლებოდა გადავარდნილიყავი და დაღუპულიყავი;
4. პერანგი, კომბინაცია (
ქალის საცვალი) [
შდრ. აგრ. half-slip];
◇ to give smb. the slip ʘ ა) ვინმეს გაექცა / ხელიდან დაუძვრა / ხელიდან დაუსხლტა; ბ) ვინმესთვის / ვინმესთან შეხვედრისთვის თავის არიდება; a slip of the tongue წამოცდენა, შეცდომით / უნებურად თქმა; a slip of the pen კალმის შეცდომა, შეცდომით რისამე დაწერა; Freudian slip ფსიქოლ. ფროიდისეული წამოცდენა (წამოცდენა / უნებური ნათქვამი, რომელიც ქვეცნობიერ აზრებს ამჟღავნებს).