1. 1) შლამისებრი, შლამის მსგავსი (ფერით, კონსისტენციით); წებოვანი, ბლანტი; thick slimy mud სქელი, ბლანტი ტალახი;
2) ლეყეპოიანი, ლეყეპოთი / მწვანე ლორწოვანი მასით დაფარული (ითქმის წყალსატევის ან მისი ზედაპირის შესახებ);
2. ლორწოვანი, ლორწოსებრი; ლორწოიანი, ლორწოთი დაფარული; ლიპი, სრიალა; the walls were black, cold and slimy კედლები შავი, ცივი და ლორწოიანი / ლიპი იყო;
3. საუბ. კიცხვ. პირფერი, პირმოთნე, არაგულწრფელი; პირფერული, შემპარავი (ითქმის ადამიანის ან მისი ქცევის შესახებ); a slimy politician პირმოთნე / გადამეტებულად კეთილგანწყობილი პოლიტიკოსი.