1. მარჯვე, მოხერხებული; ოსტატური; ოსტატურად / მარჯვედ / მოხერხებულად შესრულებული ან გაკეთებული; a slick advertising campaign მარჯვე / მარჯვედ წარმოებული სარეკლამო კამპანია; a slick Hollywood production მარჯვედ / ოსტატურად შესრულებული ჰოლივუდური ნაწარმი / ფილმი; the crowd enjoyed the team's slick passing მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებდა გუნდის მიერ ბურთის ოსტატური გათამაშება; a slick gear change სიჩქარის ოსტატური შეცვლა / გადართვა (მძღოლის მიერ );
2. 1) ენამრავალი, ძალდაუტანებლად / დამაჯერებლად მოლაპარაკე (განსაკ. არაგულწრფელად ან ვინმესთვის თვალის ასახვევად); slick TV presenters ენამრავალი ტელეწამყვანები / დიქტორები; a slick salesman ენამრავალი / დამაჯერებლად მოლაპარაკე გამყიდველი;
2) ძალდაუტანებელი, დამაჯერებელი (ითქმის ლაპარაკის მანერის, სიტყვების და მისთ. შესახებ);
3. სრიალა, ლიპი; გლუვი; the roads were slick with rain გზები წვიმისგან იყო გალიპული.