1. მოშვება (˂მო˃უშვებს; ˂მო˃ეშვება), მოდუნება, მოსუსტება (ითქმის თოკის ან სხვ. რაიმე დაჭიმულის შესახებ); he slackened the ropes slightly მან შეკრული თოკები ოდნავ მოუშვა / მოასუსტა; the rope slackened and he pulled his hand free თოკი მოეშვა და მან ხელის გამოთავისუფლება შეძლო; he did not let her go, but his grip on her slackened ქალი არ გაუშვია, მაგრამ ხელს ისე მაგრად აღარ უჭერდა / ოდნავ ხელი შეუშვა;
2. (off) შესუსტება (˂შე˃ასუსტებს; ˂შე˃სუსტდება), შენელება, აქტიურობის, სისწრაფის და მისთ. შემცირება / მოკლება; she slackened her pace a little ქალმა ნაბიჯს ოდნავ უკლო / ფეხი ოდნავ შეანელა; we've been really busy, but things are starting to slacken off now ძალზე დაკავებულნი ვიყავით, მაგრამ ახლა დაძაბულობამ თანდათან კლება იწყო; the heavy rain showed no signs of slackening off არ ეტყობოდა, რომ კოკისპირული წვიმა მოკლებას / შესუსტებას აპირებდა.